სპეცისიზმი — ადამიანთა რწმენა, რომლის მიხედვითაც ყველა სხვა დანარჩენი სახეობა არის დაქვემდებარებული და შესაბამისად, შეიძლება გამოყენებულ იქნას ადამიანთა საკეთილდღეოდ, მიყენებული ტკივილისდა მიუხედავად.[1] სპეცისიზმი წარმოადგენს ინდივიდებისთვის განსხვავებული ღირებულების, უფლებებისა და მნიშვნელობის მინიჭებას იმის მიხედვით, თუ რომელ სახეობას ეკუთვნიან.[2] ტერმინს უმეტესწილად იყენებენ ცხოველთა უფლებების დამცველები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ სპეცისიზმი ისეთივე არასწორი შეხედულებაა, როგორც რასიზმი ან სექსიზმი.[3] მათი არგუმენტი ისაა, რომ რომელიმე სახეობის წევრობა მორალურ ღირებულებაზე არ ახდენს გავლენას.[4]

ტერმინი სპეცისიზმი მოიცავს ორ იდეას: „ადამიანურ სპეცისიზმს", რომელიც ადამიანის გარდა ყველა ცხოველს ართმევს მფარველობის ისეთ უფლებებს, რაც ადამიანებს გააჩნიათ, ხოლო უფრო ფართო მნიშვნელობით ეს არის ცოცხალი არსების ღირებულების განსაზღვრა იმის მიხედვით, რომელ სახეობას ეკუთვნის. ამის მაგალითია შიმპანზესთვის უპირატესობის მინიჭება ძაღლთან შედარებით, რადგან შიმპანზე ადამიანს უფრო მეტად ჰგავს.[5]

სპეცისიზმის საწინააღმდეგო შეხედულებებს სხვადასხვა საფუძველი აქვს, მათ შორისაა ზოგიერთი რელიგიის მოძღვრება, რომ ადამიანები შექმნილი არიან სხვა ცხოველებზე აღმატებული სტატუსით და მათზე ბატონობის უფლება აქვთ.[6]

წარმოშობა რედაქტირება

 
რიჩარდ დ. რაიდერმა 1970 წელს შემოიტანა ტერმინი სპეცისიზმი

ტერმინის წარმოშობა რედაქტირება

სპეცისიზმის იდეა საკმაოდ ძველია. პროფესორი პოლ ვალდო წერს, რომ ცხოველების ზომაზე მეტად დატვირთვა ტრადიციულად მართლდებოდა იმ მოსაზრებით, რომ ცხოველები ადამიანების მოსამსახურეებად შეიქმნენ. ამ მოსაზრებას ვაწყდებით არისტოტელესთან ძვ.წ. IV საუკუნეში და ციცერონთან I საუკუნეში.[7]

ტერმინი „სპეცისიზმი" და შეხედულება, რომ ეს მხოლოდ ცრურწმენაა, პირველად 1970 წელს გამოჩნდა ბროშურაში „სპეცისიზმი", რომლის ავტორიც იყო ბრიტანელი ფსიქოლოგი რიჩარდ დადლი რაიდერი. 1969 წლის აპრილსა და მაისში მან დეილი ტელეგრაფს სამი წერილი მისწერა, სადაც აკრიტიკებდა ცხოველებზე ცდას გამომდინარე იმ შემთხვევებიდან, რომელთა მოწმეც თავად იყო სხვადასხვა ლაბორატორიებში. მალევე რაიდერი შეუერთდა ინტელექტუალთა და მწერალთა გაერთიანებას, სახელად „ოქსფორდის ჯგუფს", რომლის წევრებიც ცხოველთა უფლებებისთვის იბრძნოდნენ. ჯგუფი ხშირად ავრცელებდა ბროშურებს, მათ შორის იყო ზემოთ ნახსენები ბროშურა სპეცისიზმზე, რომელიც გმობდა ცხოველებზე ჩატარებულ ცდებს.[8]

იდეის გავრცელება რედაქტირება

იდეის პოპულარიზაცია მოახდინა ავსტრალიელმა ფილოსოფოსმა პიტერ სინგერმა, რომელიც რიჩარდ რაიდერს ოქსფორდის უნივერსიტეტში სწავლის პერიოდიდან იცნობდა. მან 1975 წელს გამოსცა წიგნი „ცხოველთა თავისუფლება",[9] სადაც აღნიშნა, რომ სპეცისიზმი არღვევს ინტერესთა თანასწორობის პრინციპს, რომელიც ჯერემი ბენთემის მიხედვით, მდგომარეობს შემდეგში: „თითოეული ითვლება ერთად და არც ერთი - ერთზე მეტად." სინგერის თქმით, ადამიანებსა და სხვა ცხოველებში არსებობს განსხვავებები, მაგრამ მათ აქვთ საერთო მახასიათებელი - ტანჯვის განცდა, რის გამოც ორივე მხარე ერთნაირად უნდა იყოს მისგან დაცული.[10]

სინგერი აღნიშნავს, რომ ტერმინის შემომტანია რაიდერი და მეხუთე თავს ასეთ სათაურს უკეთებს: „ადამიანის ბატონობა... სპეცისიზმის მოკლე ისტორია." ასევე შემოაქვს სპეცისიზმის განსაზღვრებაც: „ცრურწმენა ან მიდრეკილება, როცა უპირატესობას ანიჭებენ საკუთარი სახეობის წარმომადგენლების ინტერესებს, ხოლო სხვა სახეობების ინტერესებს უგულებელყოფენ."

რასისტები არღვევენ თანასწორობის პრინციპს, როდესაც თავიანთ რასას მეტ ღირებულებას ანიჭებენ, რაც რასებს შორის დაპირისპირებას იწვევს. სექსისტები არღვევენ თანასწორობის პრინციპს, როდესაც თავიანთ სქესს აღმატებულად მიიჩნევენ. ანალოგიურად სპეცისისტები მისაღებად თვლიან, რომ მათი სახეობის წარმომადგენელთა ინტერესებმა გადასწონოს სხვა სახეობების ინტერესები. სამივე შემთხვევაში არსი ერთი და იგივეა [11]

ტერმინი მალე გავრცელდა. სინგერი აღნიშნავდა, რომ სიტყვა სპეცისიზმი არ მოსწონდა, მაგრამ უკეთესის მოფიქრებასაც ვერ ახერხებდა. 1985 წელს ეს ტერმინი ოქსფორდის ინგლისურ ლექსიკონში მოხვდა და განისაზღვრა, როგორც „ადამიანების მიერ ცხოველთა სახეობების დისკრიმინაცია ან ექსპლუატაცია, რაც ეფუძნება დასკვნას კაცობრიობის აღმატებულობის შესახებ."[12] 1994 წელს ოქსფორდის ფილოსოფიის ლექსიკონში უფრო ფართო განსაზღვრება შემოიტანეს: „რასიზმისა და სექსიზმის მსგავსად, ადამიანისგან განსხვავებული ცხოველების სიცოცხლის, ღირსებისა და მოთხოვნილებების მიმართ პატივისცემის არქონა."[13]

ანტისპეცისისტური კრიტიკა რედაქტირება

 
რიჩარდ დოკინზი, სპეცისიზმის გამოჩენილი მოწინააღმდეგე

მარგინალური შემთხვევების არგუმენტი რედაქტირება

ერთ-ერთი არგუმენტი, რომელიც გამოიყენება იმის საჩვენებლად, რომ სპეცისიზმი არის დაუსაუბუთებელი დისკრიმინაცია, არის მარგინალური შემთხვევების არგუმენტი. მის მიხედვით, თუკი ჩვილებს, მოხუცებს, კომაში მყოფებს, კოგნიტიურად უუნარო ადამიანებს გააჩნიათ გარკვეული მორალური ღირებულება, ასევე უნდა ჰქონდეთ ადამიანისგან განსხვავებულ ცხოველებს, რადგან მათ აქვთ ყველა ის მორალური თვისება, რაც ზემოთ ჩამოთვლილი კატეგორიის ადამიანებს. „მორალური სტატუსი" შეიძლება მოიცავდეს მკვლელობის ან წამების აკრძალვას, ან ზოგად მოთხოვნას, რომ დამოკიდებულება იყოს ანალოგიური.[14][15]

„წყვეტილი გონება" რედაქტირება

მაიმუნების პიროვნულობა რედაქტირება

ცხოველების ჰოლოკოსტი რედაქტირება

დევიდ შტიბელი თავის ნაშრომში „შეიძლება თუ არა, ცხოველებისადმი მოპყრობა შევადაროთ ჰოლოკოსტს?" ამტკიცებს, რომ ნაცისტური რასიზმი მიაგავს სპეცისისტურ დამოკიდებულებას, რომელიც ხორცის ჭამასა და ფერმებში გაზრდილი ცხოველებისგან მიღებული პროდუქტების მოხმარებით გამოიხატება.[16] ებრაელი ქირურგი მაიკლ ბერილენი კი თვლის, რომ სპეცისიზმსა და ნაცისტურ რასიზმს შორის პარალელი ვერ გაივლება, რადგან ეს უკანასკნელი განადიდებდა მჩაგვრელს და კიცხავდა სუსტსა და დევნილს. ის აღწერს სპეცისიზმს, როგორც უფლებების განსაზღვრას ჯგუფის წევრობის საფუძველზე, ნაცვლად მორალურ საფუძველზე დამყარებული ანალიზისა.[17]

ცნობიერება რედაქტირება

მომხრე არგუმენტები რედაქტირება

ფილოსოფიური რედაქტირება

რელიგიური რედაქტირება

სპეცისიზმი მედიაში რედაქტირება

სამეცნიერო ფანტასტიკისა და ფენტეზის ჟანრში სპეცისიზმს რასიზმის მსგავსი როლი აქვს და გამოიხატება მგრძნობიარე არსებების დისკრიმინაციაში, რასაც საფუძვლად უდევს მჩაგვრელ სახეობაში აღმატებულობის განცდა. მას რამდენიმე ფორმა აქვს: ადამიანების მიერ ჩაგვრა, სხვა სახეობების მიერ ადამიანთა ჩაგვრა, ან რომელიმე სახეობის მიერ სხვა სახეობის ჩაგვრა, რომელთაგან ადამიანი არცერთია. სპეცისიზმს შეიძლება ადგილი ჰქონდეს დედამიწაზე, სხვა პლანეტაზე, სხვა გალაქტიკაში ან პარალელურ სამყაროში.[2]

ფილმები სპეცისიზმზე რედაქტირება

  • ცხოველების ფილმი (1981)[18]
  • უცხოპლანეტელთა ნაცია (1988)[19]
  • ძროხა ჩემს მაგიდაზე (1998)[20]
  • გაიცანი შენი ხორცი (2002)[21]
  • დედამიწის შვილები (2005)[22]
  • ნიღბის მიღმა (2006)[23]
  • რაიონი 9 (2009)[24]
  • მშვიდობიანი სამეფო: მოგზაურობა სახლისკენ (2009)[25]
  • ყურე (2009)[26]
  • აღმატებული ადამიანი? (2012)[27]
  • სპეცისიზმი (2012)[28]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. http://www.thefreedictionary.com/speciesism
  2. 2.0 2.1 http://www.academicroom.com/topics/what-is-speciesism[მკვდარი ბმული]
  3. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-04-26. ციტირების თარიღი: 2013-04-21.
  4. Ryder (2009), გვ. 320
  5. Waldau (2001), გვ. 5, 23–29
  6. http://bible.cc/genesis/1-26.htm
  7. Waldau (2009), გვ. 321
  8. Ryder (2000), გვ. 6
  9. Diamond (2004), გვ. 93
  10. Singer (1990), გვ. 120–121
  11. Singer (1990), გვ. 6, 9
  12. Wise (2004), გვ. 26
  13. Blackburn (1994), p. 358
  14. Dombrowski, Daniel (1997). Babies and Beasts: The Argument from Marginal Cases. University of Illinois Press.
  15. http://www.iep.utm.edu/anim-eth/#SSH1fi
  16. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-08-11. ციტირების თარიღი: 2013-05-18.
  17. http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/16859377
  18. http://www.imdb.com/title/tt0082020/
  19. http://www.imdb.com/title/tt0094631/
  20. http://www.youtube.com/watch?v=7Zn3j1aRses
  21. http://www.imdb.com/title/tt1667843/
  22. http://www.imdb.com/title/tt0358456/
  23. http://www.imdb.com/title/tt0437857/
  24. http://www.imdb.com/title/tt1136608/
  25. http://www.imdb.com/title/tt2301057/
  26. http://www.imdb.com/title/tt1313104/
  27. http://www.imdb.com/title/tt2332847/
  28. http://www.imdb.com/title/tt2359814/