სპერქეოსი

(გადამისამართდა გვერდიდან სპერჩიოსი)

სპერქეოსი (ბერძ. Σπερχειός) — მდინარე ცენტრალურ საბერძნეთში. სათავე აქვს ტიმფრისტოსის მთის სამხრეთ-აღმოსავლეთ კალთაზე. მიედინება ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ. სიგრძე 82 კმ. ზემო დინებაში მთის მდინარეა, შემდეგ დაბლობზე გამოდის, სადაც ფართო ხეობას ივითარებს. დაბლობზე გასვლისას მდინარის ნაპირზე გაშენებულია ქალაქი მაკრაკომიი, ხოლო შესართავთან ახლოს მდებარეობს ქალაქი ლამია. ერთვის ეგეოსის ზღვის მალიის ყურეს. სპერქეოსის შესართავი ჭაობიანი და წყალ-ჭაობიანია. ქვემო დინებაში განვითარებულია სოფლის მეურნეობა.

სპერქეოსი
ქვეყანა საბერძნეთის დროშა საბერძნეთი
ქალაქები მაკრაკომიი
ლამია
სათავე ტიმფრისტოსი
38°57′40″ ჩ. გ. 21°55′50″ ა. გ. / 38.961139° ჩ. გ. 21.930694° ა. გ. / 38.961139; 21.930694
სათავის მდებარეობა საბერძნეთი
შესართავი ეგეოსის ზღვა
38°51′50″ ჩ. გ. 22°34′35″ ა. გ. / 38.86389° ჩ. გ. 22.57639° ა. გ. / 38.86389; 22.57639
სიგრძე 82 კმ
სპერქეოსი — საბერძნეთი
სპერქეოსი
სპერქეოსი
— სათავე, — შესართავი
სპერქეოსი ვიკისაწყობში

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Ernst Meyer: Spercheios. In: Der Kleine Pauly (KlP). Band 5, Stuttgart 1975, Sp. 303.
  • Thermopylen. In: Brockhaus Enzyklopädie, Bd. 18, S. 640, Wiesbaden 1973, ISBN 3-7653-0000-4.