სოჭის ოკრუგი (რუს. Сочинский округ; 23 მაისი (4 ივნისი), 189611 მაისი, 1920) — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული რუსეთის იმპერიის შავი ზღვის გუბერნიაში. მდებარეობდა გუბერნიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, მოქცეულს კავკასიონის მთავარი ქედსა და შავ ზღვას შორის. ჩრდილოეთიდან ესაზღვრებოდა ტუაფსეს ოკრუგი, სამხრეთით — სოხუმის ოკრუგი, აღმოსავლეთით — ყუბანის ოლქის მაიკოპის განყოფილება. ფართობი — 4 478 კმ². ადმინისტრაციული ცენტრი — სოჭი.

სოჭის ოკრუგი 1920 წელს

ისტორია რედაქტირება

1896 წლის 23 მაისს (4 ივნისს) უმაღლესი ბრძანებულებით შავი ზღვის ოკრუგის ბაზაზე შეიქმნა შავი ზღვის გუბერნია და მის შემადგენლობაში სოჭის ოკრუგი — სოჭის განყოფილების ბაზაზე[1].

1904 წელს სამხრეთ-აღმოსავლეთიდან შეუერთეს სოხუმის ოკრუგისთვის ჩამოჭრილი შავი ზღვის სანაპირო გაგრამდე.

1918 წელს სოჭის კონფლიქტის დროს მოხდა სოხუმის ოკრუგისთვის, როგორც ჩამორთმეული ტერიტორიის დაბრუნება, ისე დამატებით საზღვრის მდინარე ფსოუმდე გადატანა.

1920 წლის 11 მაისს, თავისი ოკრუგებით ლიკვიდირებულ იქნა შავი ზღვის გუბერნია, ხოლო სოჭის უკრუგის ტერიტორიაზე წარმოიქმნა ადლერის, ლაზარევსკისა და სოჭის თემები[2].

ლიტერატურა რედაქტირება

  • Основные административно-территориальные преобразования на Кубани (1793—1985 гг.) / Сост.: А. С. Азаренкова, И. Ю. Бондарь, Н.С. Вертышева. — Краснодар: Краснодарское кн. изд-во, 1986. — 394 с.
  • Сочинский округ // Энциклопедический словарь Брокгауза и Ефрона : в 86 т. (82 т. и 4 доп.). — СПб., 1890—1907.

სქოლიო რედაქტირება

  1. Полное собрание законов Российской империи, собрание 3-ое (1881-1913), т. XVI, указ 12995, ст. 486-490
  2. Основные административно-территориальные преобразования на Кубани (1793—1985 гг.) / Сост.: А. С. Азаренкова, И. Ю. Бондарь, Н.С. Вертышева. — Краснодар: Краснодарское кн. изд-во, 1986. — 394 с.