სოღდებილი — შუა საუკუნეების თბილისის ერთ-ერთი გარეუბანი ქალაქის აღმოსავლეთით, მდინარე მტკვრის მარცხენა მხარეს. სოღდებილი წყაროებში პირველად მოხსენებულია IX-X საუკუნეებში. სოღდებილს იხსენიებენ არაბი ისტორიკოსები ბალაროზი, ტაბარი, იბნ-რუსთე და არაბი გეოგრაფი იბნ-ხორდადბე. სოღდებილის გაშენებას არაბი ავტორები მიაწერენ ხოსრო ანუშირვანს და მის მიერ აქ VI საუკუნეში ირანული ეთნიკური ჯგუფის — სოღდების დასახლებას. არსებობს აგრეთვე მოსაზრება, რომ „სოღდებილი“ ნაწარმოებია ქართული სიტყვისაგან „საგოდებელი“ (სასაფლაო). სოღდებილი მოქმედი ციხე იყო IX საუკუნის შუა წლებში. XI საუკუნიდან თბილისის ეს ნაწილი იხსენიება როგორც ისანი.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება