სოსო ბანძელაძე (დ. 12 აგვისტო, 1953, თბილისი — გ. 18 სექტემბერი, 2018) — ქართველი არქიტექტორ-რესტავრატორი.

სოსო ბანძელაძე
პირადი ინფორმაცია
სრული სახელი იოსებ ბანძელაძე
დაბ. თარიღი 12 აგვისტო, 1953
გარდ. თარიღი 18 სექტემბერი, 2018 (65 წლის)
დასაფლავებულია გეთსიმანიის მამათა მონასტერი, მცხეთა
ნამუშევრები და მიღწევები
საქმიანობა არქიტექტორ-რესტავრატორი
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საქართველოს დროშა საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია

ბიოგრაფია რედაქტირება

1976 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია არქიტექტორ-რესტავრატორის სპეციალობით. მისი სადიპლომო ნამუშევარი „ძველი თბილისის ცენტრის რეკონსტრუქცია“ 1977 წელს ქალაქ ტალინში „ოქროს დიპლომით“ დაჯილდოვდა.

1975 წლიდან მუშაობა დაიწყო საქართველოს კულტურის სამინისტროში ძეგლთა დაცვის სამეცნიერო მეთოდური საბჭოს მეცნიერი-თანამშრომელად; 1978 წლიდან მუშაობდა ძეგლთა დაცვის მთავარ სამმართველოში; 1995 წლიდან იყო რესტავრაციის კვლევით-საპროექტო ინსტიტუტის საქრესტავრაცია - რეგენერაციის განყოფილების გამგედ, საპროექტოს ხელმძღვანელად, დირექტორის მოადგილედ; 2002 წლიდან საქართველოს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნების და რესტავრაციის ცენტრის ხუროთმოძღვრული ნაგებობების რესტავრაციის დეპარტამენტის უფროსად; 1975-2000წწ. 90-მდე ხუროთმოძღვრული ძეგლის საპროექტო კვლევის, ფიქსაცია და რესტავრაციის პროექტის ავტორია (მათ შორის ორბელის, უწვაშის, ვახანის, აწყურის და ოქროს ციხეები);

სოსო ბანძელაძის მიერ განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტები:

  • ძალისის ნაქალაქარის საპროექტო და საკონსერვაციო სამუშაოები (2001) მთათუშეთში „კესალოს“ ციხის კომპლექსის რესტავრაცია (2001);
  • „ჯვართამაღლების“ ახალი ეკლესია ლენტეხში (2000-2003);
  • აწყურის საკათედრო ტაძრის აღდგენა-გამაგრების პროექტი (2002-2003);
  • ლაბეჭინას მთავარანგელოზის სამრეკლოს რეკონსტრუქცია (2001-2004);
  • პირიქითა ხევსურეთში ციხე-სოფელ მუცოს აზომვა-ფიქსაცია (2004);
  • მუცოს რეაბილიტაციის პროექტი (2008, 2014, "ევროპა ნოსტრას" ჯილდო, ევროპული მემკვიდრეობის დაჯილდოებაზე „საზოგადოების რჩეულის“ ნომინაციის გამარჯვებული, ქ. პარიზი, 2019);
  • სვეტიცხოვლის სამრეკლოს რეკონსტრუქცია, ყვარლის იოანე ნათლისმცემლის ეკლესიის რეაბილიტაცია, ზედაზნის მონასტრის სარესტავრაციო-არქეოლოგიური კვლევა, ნაკურალეშის წმ. გიორგის ეკლესიის რეაბილიტაცია, ჟალეთის ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოები (2002-2006), *გონის წმინდა გიორგის ეკლესიის რესტავრაცია (2005-2007);
  • დერჩის ნათლისმცელის ეკლესიის რეაბილიტაციის პროექტი (2007);
  • მცხეთის ჯვრის მონასტრის არქეოლოგიური ფიქსაციის ჯგუფის ხელმძღვანელი (2006), (WORLD MONUMENT FUND® Kress Foundation European Preservation Program);
  • მცხეთის ჯვრის რეაბილიტაციის პროექტი (2008, 2013-2014);
  • ბედიანის დედათა მონასტრის რეკონსტრუქცია - რეაბილიტაცი (2009-2013);
  • ჭაშლეთის მაცხოვრის ეკლესიის რესტავრაციის პროექტი (2010);
  • თისლის გუმბათიანი ეკლესიის რეაბილიტაციის პროექტი (2013);
  • ქუთაისში წმ. ექვთიმე ღვთისკაცის სახელობის ეკლესიის პროექტი (2014);
  • თბილისის დედაციხის (ნარიყალას) რეაბილიტაციის პროექტი, ქასურის წმ. გიორგის ეკლესიის კონსერვაციის პროექტი, ხვამლის წმ. გიორგის ეკლესიის რესტავრაციის პროექტი, აწყურის ციხის რეაბილიტაციის პროექტი (2015);
  • წმ. ლუკას სახ ეკლესიის პროექტი სვანეთის ქედზე, მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესია ს. მაღლაკში (2016);
  • დავით გარეჯის ლავრის რეაბილიტაციის პროექტი, ნინოწმინდის კომპლექსის რეაბილიტაციის პროექტი, თელავის ბატონისციხის კომპლექსის რეაბილიტაციის პროექტი (2017);
  • ს. ვანისჭალის ღვთისმშობლის ეკლესიის რეაბილიტაციის პროექტი (2018).

იყო ხომლის მთის მასივის მეცნიერულ-არქეოლოგიური შესწავლის და მასზე სამეცნიერო პოპულარული ფილმის გადაღების პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი (2009–2011, შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული სამეცნიერო ფონდი); ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას თბილისის სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტსა და თბილისის სასულიერო აკადემიის საეკლესიო არქიტექტურის, ხატწერისა და რესტავრაციის ფაკულტეტზე; აქტიურად მონაწილეობდა 1980-იანი წლების ეროვნულ მოძრაობაში; იყო საქართველოს ეროვნული გმირის ზურაბ ჭავჭავაძის თანამებრძოლი, ეროვნულ-პოლიტიკური ორგანიზაცია „ილია ჭავჭავაძის საზოგადოების“ გამგეობის წევრი; აფხაზეთის ომის დაწყებიან მონაწილეობდა საბრძოლო მოქმედებებში; 2021 წელს საუკეთესო სარესტავრაციო ნამუშევრისთვის დაარსდა „სოსო ბანძელაძის სახელობის პრიზი“.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება