სომხეთის საპარლამენტო არჩევნები (2012)

სომხეთის საპარლამენტო არჩევნები 2012
სომხეთის დროშა
2007 ←
6 მაისი, 2012 (2012-05-06)
→ 2017

ეროვნული ასამბლეის 131 ადგილი
უმრავლესობის მოსაპოვებლად საჭიროა 66 ადგილი
  პირველი პარტია მეორე პარტია მესამე პარტია
 
ლიდერი სერჟ სარქისიანი გაგიკ წარუკიანი ლევონ ტერ-პეტროსიანი
პარტია რესპუბლიკური აყვავებული სომხეთი ეროვნული კონგრესი
ბოლო არჩევნები 48.8% 19.1% ახალი პარტია
ადგილები მანამდე 64 25
მიღებული ადგილები 69 37 7
ადგილების ცვლილება +5 +12 +7
პროცენტულობა 52.7% 28.2% 5.3%
ცვლილება 3.9% 9.1% 5.3%

  მეოთხე პარტია მეხუთე პარტია მეექვსე პარტია
 
ლიდერი არტურ ბაღდასარიანი ვაჰან ოვჰანისიანი რაფი ოვანისიანი
პარტია კანონის უზენაესობა დაშნაკცუთიუნი მემკვიდრეობა
ბოლო არჩევნები 7.1% 12.2% 6%
ადგილები მანამდე 9 16 7
მიღებული ადგილები 6 5 5
ადგილების ცვლილება -3 -11 -2
პროცენტულობა 4.6% 3.8% 3.8%
ცვლილება 2.5% 8.4% 2.2%


პრემიერ-მინისტრი არჩევნებამდე

ტიგრან სარქისიანი
რესპუბლიკური

არჩეული პრემიერ-მინისტრი

ტიგრან სარქისიანი
რესპუბლიკური

სომხეთის საპარლამენტო არჩევნები 2012 — მეხუთე საპარლამენტო არჩევნები სომხეთში, რომელიც გაიმართა 2012 წლის 6 მაისს.

რესპუბლიკურმა პარტიამ პრეზიდენტ სერჟ სარქისიანის ხელმძღვანელობით საპარლამენტო უმრავლესობა მოიპოვა. სომხეთის უმდიდრესი კაცის, გაგიკ წარუკიანის პარტია აყვავებული სომხეთი მეორე ადგილზე გავიდა დაადგილების 1/4 მოიპოვა. სომხეთის ეროვნულმა კონგრესმა, სომხეთის რევოლუციურმა ფედერაციამ, კანონის უზენაესობამ და მემკვიდრეობამ 10%-ზე ნაკლები აიღეს.

ფონი რედაქტირება

2011 წელს სომხეთი უპრეცედენტო მასშტაბების საპროტესტო გამოსვლებმა მოიცვა 2008 წლის სადავო საპრეზიდენტო არჩევნების გამო. ამის შემდეგ განხორციელებულ ცვლილებებს მიესალმება ევროკავშირი, რომელმაც განაცხადა, რომ „შემდეგი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები მნიშვნელოვანი ორიენტირი იქნება სომხეთის რეფორმირების გზაზე“[1].

საარჩევნო სისტემა და მასთან დაკავშირებული დავა რედაქტირება

ეროვნულ ასამბლეაში არსებული 131 ადგილიდან, 90 ირჩევა პროპორციული სისტემით, ხოლო 41 ოლქებიდან მაჟორიტარული სისტემით. საარჩევნო ბარიერი პარტიებისთვის 5%-ს შეადგენს, ხოლო ალიანსებისთვის 7%-ს, ამ არჩევნებზე მხოლოდ ერთადერთი ალიანსი იყო სომხეთის ეროვნული კონგრესი.

არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე დაიწყო მოძრაობა მაჟორიტარული ოლქების გაუქმებისა და მხოლოდ პროპორციული სისტემით ჩატარების შესახებ. პარტიების უმეტესობამ, მათ შორის 5-დან 3-მა საპარლამენტო პარტიამ (სომხეთის რევოლუციური ფედერაცია, აყვავებული სომხეთი და მემკვიდრეობა), მხარი დაუჭირა ამ ინიციატივას, რადგან როგორც წესი „რაიონული ხელისუფლება“ რესპუბლიკური პარტიის მხარდამჭერები არიან[2]. ინიციატივას მხარი დაუჭირა აგრეთვე ბლოკმა სომხეთის ეროვნული კონგრესი.

28 თებერვალს, მემკვიდრეობა და სომხეთის ეროვნული კონგრესი შეუერთდა ეროვნული ასამბლეის შენობის წინ გამართულ სომხეთის რევოლუციური ფედერაციის საპროტესტო აქციას[3], მაგრამ 28 თებერვალს ეროვნულმა ასამბლეამ 30-54 წინააღმდეგ წინადადება ჩააგდო[4].

პარტიები რედაქტირება

არჩევნებში მონაწილეობს მისაღებად სულ 9 პარტია დარეგისტრირდა:[5]

  1. აყვავებული სომხეთი - გაგიკ წარუკიანი
  2. მემკვიდრეობა - რაფი ოვანისიანი
  3. სომხეთის ეროვნული კონგრესი - ლევონ ტერ-პეტროსიანი
  4. სომხეთის რევოლუციური ფედერაცია - ვაჰან ოვჰანისიანი
  5. სომხეთის დემოკრატიული პარტია - არამ სარქისიანი
  6. სომეხთა კომუნისტური პარტია - რუბენ ტოვმასიანი
  7. სომხეთის რესპუბლიკური პარტია - სერჟ სარქისიანი
  8. ერთიანი სომხების პარტია - რუბენ ავაგიანი
  9. კანონის უზენაესობა - არტურ ბაღდასარიანი

მაჟორიტარული კანდიდატები რედაქტირება

სომხეთში სულ 41 საარჩევნო ოლქია, 13 დედაქალაქ ერევანში და 28 მარზებში. თითოეულ ოლქში დაახლოებით 50 000 ამომრჩეველია. მაჟორიტარული ადგილების დასაკავებლად 41 ოლქში 139 კანდიდატი დარეგისტრირდა. 54 მათგანი უპარტიო კანდიდატი იყო[6], ხოლო ოპოზიციურ ბლოკ სომხეთის ეროვნულ კონგრესს ყველაზე მეტი 38 კანდიდატი ჰყავდა[7].

განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა ერევნის მალათია-სებასტიის რაიონში შემავალი 7 ოლქი, სადაც სომხეთის ეროვნული კონგრესის კანდიდატი ნიკოლ პაშინიანი უპირისპირდებოდა სომხეთის რესპუბლიკური პარტიის კანდიტატ სამველ ალექსანიანს[8]. სხვა ცნობილი კანდიდატები იყვნენ სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი რუბენ აირაპეტიანი ავანის რაიონის პირველ ოლქში და სომხეთის უმდიდრესი ბიზნესმენი, პარტია აყვავებული სომხეთის ლიდერი გაგიკ წარუკიანი დედაქალაის აგლომერაციაში შემავალ ქალაქ აბოვიანის 28-ე ოლქში.

სომხეთის მაჟორიტარი კანდიდატების სრულისია ხელმისაწვდომია აქ.

ედმონ მარუკიანი ეროვნულ კრებაში არჩეული ერთადერთი უპარტიო კანდიდატი იყო.

კამპანია რედაქტირება

 
ინციდენტი

19 მარტს პარტია მემკვიდრეობამ თავიანთი პროპორციული სია წარმოადგინა, რომელშიც არჩევნებში ერთიანი სიით მონაწილეობის შეთანხმების თანახმად ასევე იყვნენ თავისუფალი დემოკრატების ზოგიერთი წევრი[9][10].

საარჩევნო კამპანია ოფიციალურად 8 აპრილს დაიწყო, მაგრამ აღდგომის დღესასწაულის გამო პირველი კამპანიები 10 აპრილს გაიმართა[11]. 24 აპრილს, სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის დღეს არცერთ პარტიას არ უწარმოებია საარჩევნო კამპანია[12]. სომხეთის რევოლუციური ფედერაციის, სომხეთის ეროვნული კონგრესის, მემკვიდრეობის, რესპუბლიკური პარტიის, აყვავებული სომხეთისა და კომუნისტური პარტიის წევრები წიწერნაკაბერდის მემორიალთან შეიკრიბნენ[13][14].

5 მაისს, არჩევნების წინა დღეს „სიჩუმის დღე“ იყო, ამ დღეს საარჩევნო აგიტაცია კანონით იკრძალება[15][16].

ბურთის აფეთქების ინციდენტი რედაქტირება

4 მაისს, საარჩევნო კამპანიის ბოლო დღეს, ერევანში, რესპუბლიკის მოედანზე რესპუბლიკური პარტიის კონცერტის მიმდინარეობისას, წყალბადით სავსე რამდენიმე ათეული საჰაერო ბურთი აფეთქდა. სომხეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად სულ მცირე 144 ადამიანი დაშავდა[17]. რამდენიმე საათის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ სულ ჰოსპიტალიზირებული 154 ადამინი იყო, საიდანაც 98 კვლავ სამკურნალო დაწესებულებებში რჩებოდნენ, ხოლო 28 ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იყვნენ მოთავსებული[18].

ზედამხედველობა რედაქტირება

ოთხი პარტიის გაერთიანებული შტაბი რედაქტირება

6 აპრილს, ოთხმა პოლიტიკურმა პარტიამ (აყვავებული სომხეთი, მემკვიდრეობა, სომხეთის რევოლუციური ფედერაცია და სომხეთის ეროვნული კონგრესი) თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების მიზნით გაერთიანებული შტაბი შექმნა.[19]. მიუხედავად იმისა, რომ აყვავებული სომხეთი კოალიციაში იმყოფებოდა რესპუბლიკურ პარტიასა და კანონის უზენაესობასთან, მათ მაინც გადაწყვიტეს ოპოზიციურ მანიფესტთან მიერთება. 19 აპრილს მემკციდრეობა შეთანხმებიდან გავიდა და განაცხადა, რომ ეს გაერთიანება მიმართული იყო არა არჩევნების სამართავად, არამედ როგორც ექს-პრეზიდენტ რობერტ ქოჩარიანის საარჩევნო შტაბი, რომელსაც ხელი უნდა შეეწყო 2013 წლის არჩევნებისთვის მისი პოლიტიკაში დაბრუნებისა და არჩევნებში მონაწილეობისათვის[20].

28 აპრილს, სომხეთის რევოლუციურმა ფედერაციამ (9 დეპუტატი) და აყვავებულმა სომხეთმა (21 დეპუტატი) სარჩელი შეიტანეს საკონსტიტუციო სასამართლოში და მოითხოვეს იმ კანონის არაკონსტიტუციურად ცნობა, რომელიც კრძალავს არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა სიების საჯაროდ გამოქვეყნებას[21][22][23][24]. მიუხედავად იმისა, რომ ამ მოთხოვნისთვის პარტია მემკვიდრეობას ხელი არ მოუწერია, მათმა ლიდერმა რაფი ოვანისიანმა ინიციატივას სრული მხარდაჭერა გამოუცხადა[25]. მომჩივანთა ადვოკატმა ვაჰე გრიგორიანმა განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ „არჩევანი უნდა გააკეთოს რაციონალურობასა და კარნახს [ხელისუფლებისგან] შორის“[26]. სომხეთის ეროვნული კონგრესის სპიკერმა ლევონ ზურაბიანმა განაცხადა, რომ თითოეულ პარტიას საარჩევნო უბანზე 5-6 წარმომადგენელი ეყოლებოდა. აგრეთვე მხარეები შეთანხმდნენ ერთობლივი „მობილური“ ჯგუფების შექმნაზე, რომლებიც ივლიდნენ საარჩევნო უბნებზე და გაყალბების თითოეულ ფაქტზე რეაგირებას მოახდენდნენ, რათა შეესწავლათ და აღმოეფხვრათ ის.[27].

საკონსტიტუციო სასამართლომ სარჩელი არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, 5 მაისს განიხილა და აპელაციის შეტანაზე უარი განაცხადა[28][29].

ადგილობრივი რედაქტირება

არჩევნებზე ზედამხედველობისთვის ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების 31,451 დამკვირვებელი დარეგისტრირდა.[30]. მათგან უმსხვილესი იყო „პანსომხური ახალგაზრდული ასოციაცია“ (Համահայկական երիտասարդական ասոցիացիա) 5555 დამკვირვებლით, „თქვენი არჩევანი“ (Ընտրությունը քոնն է) 4000 დამკვირვებლით, „თავისუფალი საზოგადოების ინსტიტუტი“ (Ազատ հասարակության ինստիտուտ) 2512 დამკვირვებლით და „მუშტი“ (Բռունցք) 2136 დამკვირვებლით. სხვა ორგანიზაციებს 2000-მდე დამკვირვებელი ჰყავდათ.

საერთაშორისო რედაქტირება

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 647 საერთაშორისო დამკვირვებელი დარეგისტრირდა[31]. უმსხვილესი წარმომადგენლები იყვნენ:

აზრის გამოკითხვა რედაქტირება

წყარო
გამოკითხვის თარიღი
რესპუბლიკური პარტია
აყვავებული სომხეთი
კანონის უზენაესობა
რევოლუციური ფედერაცია
მემკვიდრეობა
ეროვნული კონგრესი
სხვა
სხვა პასუხი (არ, ჯერ არ, უარი)
Hetq Online[34][35] 5 მაისი, 2012 10 11 2 25 11 28 9 4
European Friends of Armenia (EuFoA) [36] 17-22 აპრილი, 2012 33.3 26 3.4 3.2 4.0 2.9 2.9 24.3
Gallup International Association[37] 17-23 აპრილი, 2012 27.4 20.9 4.2 3.7 4.4 8.5 0.7 30
VTsIOM[38] 4-13 აპრილი, 2012 32 27 5 4 4 3 2 23
Gallup International Association[39][40] 4-10 აპრილი, 2012 34 28 4.5 4.6 3.5 6.7 - 18.7
"My Opinion" Civil Initiative[41] 27 მარტი, 2012 8 39 - 13 4 26 - 10
Sociometer[42] 26 მარტი, 2012 40 35 5-6 6-7 5-6 8-9 - 20
European Friends of Armenia (EuFoA) [43] 25 თებერვალი – 5 მარტი, 2012 24.5 27.1 3.0 3.3 2.6 3.2 2.6 32.1
"500 Voices" Social Research Group[44][45] 14 თებერვალი, 2012 9 36 - 12 5 27 - 11
Research Center of Political Developments[46] 6 თებერვალი, 2012 34 21 2 3 7 13 - 20

ეგზიტ-პოლი რედაქტირება

Gallup International Association-მა ეგზიტ-პოლი 131 საარჩევნო უბანზე ჩაატარა და საერთო ჯამში 22 410 ადამიანი გამოიკითხა. 46.35%-მა უარი განაცხადა პასუხზე, დანარჩენმა 56.65%-მა შემდეგი პასუხები გასცა: 43.3% რესპუბლიკური პარტია, 29.3% აყვავებული სომხეთი, 6.4% ეროვნული კონგრესი, 6.5% მემკვიდრეობა, 6.2% კანონის უზენაესობა, 5.2% სომხეთის რევოლუციური ფედერაცია, 2.2% კომუნისტური პარტია, 0.6% დემოკრატიული პარტია, 0.4% ერთიანი სომხების პარტია[47][48][49].

შედეგები რედაქტირება

2012 წლის 6 მაისის სომხეთის ეროვნული კრების არჩევნების შედეგები
პარტია
პროპორციული
მაჟორიტარული
ყველა
მანდატი
+/–
ხმები
%
მანდატები
მანდატები
%
რესპუბლიკური პარტია
664,440
44.02%
40
29
70.7%
69
  5
აყვავებული სომხეთი
454,673
30.12%
28
9
21.9%
37
  12
სომხეთის ეროვნული კონგრესი
106,903
7.08%
7
7
  7
კანონის უზენაესობა
83,123
5.51%
5
1
2.4%
6
  3
სომხეთის რევოლუციური ფედერაცია
85,550
5.67%
5
5
  10
მემკვიდრეობა
86,998
5.76%
5
5
  2
სომხეთის კომუნისტური პარტია
15,899
1.45%
 
სომხეთის დემოკრატიული პარტია
5,577
0.37%
 
ერთიანი სომხების პარტია
2,945
0.20%
 
უპარტიოები
2
4.8%
2
  4
გაუქმებული ხმები
53,831
სულ
1,573,053
100.00%
90
41
100.0%
131
ამომრჩეველი და აქტიურობა:
2,523,101
62.35%
წყარო: სომხეთის რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისია

რეაქცია რედაქტირება

პარტიები რედაქტირება

  • რესპუბლიკური პარტია - რესპუბლიკური პარტიის სპიკერის, ედუარდ შარმაზანოვის განცხადებით, ეს არჩევნები XXI საუკუნეში ჩატარებულ არჩევნებს შორის საუკეთესო იყო. მოგვიანებით, მან დაამატა, რომ საზოგადოება „შედეგებით კმაყოფილია“[50][51].
  • მემკვიდრეობა - 8 მაისს პარტიამ განაცხადა, რომ ისინი არ აღიარებენ არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობას, რადგან გაყალბებამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია საბოლოო შედეგებზე[57].
  • კანონის უზენაესობა - კანონის უზენაესობის ლიდერმა არტურ ბაღდასარიანმა აღნიშნა, რომ ეს იყო პირველი არჩევნები ყალბი ბიულეტენების ჩაყრისა და ჩხუბის გარეშე. გადა ამისა, ხმების დათვლის პროცესი პარტიების მიერ სრულად კონტროლდებოდა[58].

საერთაშორისო რედაქტირება

  •   ევროკავშირი: უმაღლესმა წარმომადგენლმა კეთრინ ეშტონმა განაცხადა, რომ ევროკავშირი მიესალმება სომხეთის ხელისუფლების ძალისხმევას „უფრო გამჭვირვალე და კონკურენტული არჩევნების“ ჩატარებასთან დაკავშირებით, თუმცა ზოგიერთმა ფაქტმა ეს არჩევნები საერთაშორისო დემოკრატიული სტანდარტებისგან მაინც შორს დააყენა[59].
  •   ეუთო: ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ბიურომ არჩევნები შეაფასა როგორც „კონკურენტული და გარკვეულწილად მშვიდობიანი, მაგრამხარვეზებმა პროცესის ნდობა შეარყია“. მათ ასევე განაცხადეს, რომ საარჩევნო გარემო ხასიათდებოდა კანდიდატების შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებით, უმეტეს შემთხვევაში თავისუფალი აგიტაციით. საგულისხმოა, რომ პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოების ნდობის არარსებობა საარჩევნო პროცესების მიმართ დიდი შეშფოთების საგანია[60].
  •   ამერიკის შეერთებული შტატები: სომხეთში ვიზიტისას, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ „გარკვეული ხარვეზების მიუხედავად,არჩევნები საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამებოდა“[61]. კლინტონმა ასევე აღნიშნა, რომ ის „კმაყოფილი იყო საერთაშორისო დამკვირვებელთა ანგარიშით, სადაც ნათქვამი იყო, რომ გასულ თვეში სომხეთში ცატარებული საპარლამენტო არჩევნები მთლიანობაში კონკურენტუნარიანი იყო“[62].

პრეტენზიები საარჩევნო დარღვევებზე რედაქტირება

სომხეთის ეროვნული კონგრესის, აყვავებული სომხეთისა და სომხეთის რევოლუციური ფედერაციის გაერთიანებულმა შტაბმა განაცხადა, რომ საარჩევნო უბნებზე მოქალაქეების მხრიდან ხმის მრავალჯერ მიცემის თავიდან ასაცილებლად ისინი მოქალაქეების პასპორტს სპეციალურ მარკირებას უკეთებდნენ[63].

სომხეთის ეროვნულმა კონგრესმა, სომხეთის რევოლუციურმა ფედერაციამ და მემკვიდრეობამ ხელისუფლება ადმინისტრაციული რესურსის მმართველი პარტიის სასარგებლოდ გამოყენებაში დაადანაშაულეს. მათ ასევე განაცხადეს, რომ არჩევნების დროს დაფიქსირდა ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტები და ბევრი სხვა სახის დარღვევა, რამაც მნიშვნელოვანი გავლენა იქონია საბოლოო შედეგებზე[64].

11 მაისს, სომხეთის ეროვნული კონგრესის, აყვავებული სომხეთისა და სომხეთის რევოლუციური ფედერაციის გაერთიანებულმა შტაბმა განაცხადა, რომ ეს არჩევნები „პოლიტიკური ძალების მიმართ საზოგადოების მხარდაჭერის რეალურ სურათს არ ასახავს“[65].

სქოლიო რედაქტირება

  1. Statement by President Barroso following his meeting with Mr Serzh Sargsyan, President of Armenia. European Commission (2012-03-06). ციტირების თარიღი: 2012-05-02.
  2. (სომხური) Մեծամասնական-համամասնական վեճը დაარქივებული 2012-06-14 საიტზე Wayback Machine.
  3. (სომხური) ՀՅԴ, ՀԱԿ, «Ժառանգությունը» միացան
  4. (სომხური) Հարյուր տոկոսանոց համամասնական ընտրակարգի առաջարկը մերժվեց დაარქივებული 2015-10-02 საიტზე Wayback Machine.
  5. დაარქივებული ასლი Armenian. Elections.am. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-28. ციტირების თარიღი: 2012-05-01.
  6. (სომხური) 41 մեծամասնական մանդատի համար կպայքարեն 139 թեկնածուներ
  7. (სომხური) Պատրաստ էին միայն 38-ը. ՀԱԿ-ը ներկայացրել է մեծամասնականով թեկնածուների ցուցակները
  8. Aleksanyan - $9.9 Million in Cash; Pashinyan - $49.75
  9. "Heritage" and "Free democrats" presented a joint list. Times.am. ციტირების თარიღი: 2012-05-01.
  10. Party List: Heritage and Free Democrats - Parties & Candidates. ArmeniaNow.com. ციტირების თარიღი: 2012-05-01.
  11. Vote 2012: Election campaign kicks off in Armenia - Vote 2012. ArmeniaNow.com. ციტირების თარიღი: 2012-05-01.
  12. დაარქივებული ასლი Armenian. Armtown.com (2012-04-23). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-02. ციტირების თარიღი: 2012-05-02.
  13. Armenia’s President visits Tsitsernakaberd memorial - Armenian News. Tert.am. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-29. ციტირების თარიღი: 2012-05-01.
  14. Prosperous Armenia, HAK to move to Tsitsernakaberd midday - Society - Panorama | Armenian news. Panorama.am (2012-04-24). ციტირების თარიღი: 2012-05-01.
  15. Vote 2012: Campaign closes, “Day of Silence”, judgment day Sunday. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-23. ციტირების თარიღი: 2015-10-03.
  16. Day of Silence in Armenia before parliament elections
  17. Scores Injured As Balloon Blasts Spark Chaos At Armenian Election Rally
  18. (სომხური) Հոսպիտալացված 154 քաղաքացիներից 98-ը դեռևս հիվանդանոցներում են, որոնցից 28-ը՝ վերակենդանացման բաժանմունքներում. ԱԻՆ (տեսանյութ) დაარქივებული 2012-08-18 საიტზე Wayback Machine.
  19. Vote 2012: Opposition, government create dual – and dueling – monitoring staffs - Vote 2012. ArmeniaNow.com. ციტირების თარიღი: 2012-05-01.
  20. შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები url და title აუცილებელად უნდა მიეთითოს.Նաիրա Բուլղադարյան. (2012-04-19) Armenian. Azatutyun.am. ციტირების თარიღი: 2012-05-01.
  21. (სომხური) ԱԺ նախագահը ՍԴ կուղարկի ՀՅԴ-ի, ՀԱԿ-ի եւ ԲՀԿ-ի հայցադիմումը
  22. დაარქივებული ასლი Armenian. Lragir.am (2012-04-28). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-30. ციტირების თარიღი: 2012-05-02.
  23. Armenia’s Constitutional Court to consider parties’ claim day before elections. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-07. ციტირების თარიღი: 2015-10-03.
  24. Լուրեր Հայաստանից - Միասնական Շտաբը Դիմում Է Սահմանադրական Դատարան. Armtown.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-24. ციტირების თარიღი: 2012-05-02.
  25. (სომხური) Հովհաննիսյանը հուսով է, որ ՍԴ-ն «ճշգրիտ որոշում կկայացնի»
  26. (სომხური) Միասնական շտաբի անդամ ուժերի ներկայացուցիչները ուշի ուշով կհետեւեն ընտրությունների ընթացքին
  27. Public oversight headquarters to count voters
  28. Armenian Constitutional court refuses appeal of 28 MPs
  29. (სომხური) Սահմանադրական դատարանը մերժեց ԲՀԿ-ի եւ ՀՅԴ-ի պատգամավորների հայցադիմումը
  30. (სომხური) The List of Local Organizations Observing the Parliamentary Elections on May 6, 2012
  31. (სომხური) The List of International Organizations Observing the Parliamentary Elections on May 6, 2012
  32. International election observers in Armenia to hold press conference on Monday. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-14. ციტირების თარიღი: 2015-10-03.
  33. (რუსული) Штаб Миссии наблюдателей от СНГ на выборах депутатов Национального Собрания Республики Армения
  34. Hetq Online
  35. Saved screenshot of the poll at hetq.am as 05/05/2012. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-06-10. ციტირების თარიღი: 2015-10-03.
  36. Poll: Last Assessment of Pre-Electoral Armenia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 04.07.2012. ციტირების თარიღი: 03.10.2015.
  37. (სომხური) «Gallap international association»-ը հրապարակեց 17.04-23.04 ժամանակահատվածում անցկացված սոցիոլոգիական հարցումների արդյունքները დაარქივებული 2012-04-30 საიტზე Wayback Machine.
  38. Russian experts on Armenian voters’ preferences. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-01-14. ციტირების თარიღი: 2015-10-03.
  39. 34% of Armenia’s citizens ready to vote for ruling party - Gallup Organization
  40. RPA and “Prosperous Armenia” lead, Gallup poll says
  41. (სომხური) Հերթական հարցման արդյունքներով (“Իմ կարծիքը”) ԲՀԿ-ն ունի 39 տոկոս, իսկ ՀՀԿ-ն` 8 տոկոս վարկանիշ[მკვდარი ბმული]
  42. (სომხური) Ահարոն Ադիբեկյանը չի հավատում «Հայաստանի եվրոպացի բարեկամներ»–ի սոցհարցմանը დაარქივებული 2012-06-18 საიტზე Wayback Machine.
  43. Poll: A Snapshot of Pre-Electoral Armenia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-08-21. ციტირების თარიღი: 2015-10-03.
  44. (სომხური) «500 Ձայն»–ի նոր ուսումնասիրությունները
  45. (სომხური) Հերթական ուսումնասիրությունը დაარქივებული 2012-07-19 საიტზე Archive.isCategory:Webarchive template archiveis links
  46. (სომხური) «Հայոց աշխարհ». ՀՀԿ-ն առաջատարն է ըստ հարցումների
  47. (სომხური) ՀՀԿ՝ 43.3%, ԲՀԿ՝ 29,3%, Ժառանգություն՝ 6,5%. «Էքզիթ փոլլ»
  48. (სომხური) ՀՀԿ՝ 43.3%, ԲՀԿ՝ 29,3%, Ժառանգություն՝ 6,5%. «Էքզիթ փոլի» վերջնական արդյունքները დაარქივებული 2012-07-08 საიტზე Wayback Machine.
  49. (სომხური) Exit poll` վերջնական արդյունքներ. ՀՀԿ 43,3%, ԲՀԿ 29,3% (ՏԵՍԱՆՅՈՒԹ)
  50. (სომხური) Շարմազանով. «Հայաստանի 21-րդ դարի պատմության ընթացքում այս ընտրությունները լավագույնն են»
  51. Sarkisian’s Party Hails ‘Unprecedented’ Vote
  52. (სომხური) Ծառուկյանը «աննախադեպ մեծ» է համարում ԲՀԿ-ին ձայն տվողների թիվը
  53. (სომხური) Ինձ համար չկա ավելի թանկ բան, քան ժողովրդի վստահությունը. Գագիկ Ծառուկյանը վերահաստատում է իր ուղերձները დაარქივებული 2012-05-12 საიტზე Wayback Machine.
  54. (სომხური) Լեւոն Տեր-Պետրոսյանը հրաժարվում է իր պատգամավորական մանդատից
  55. (სომხური) ՀՅԴ-ն դժգոհ է ընտրությունների արդյունքներից
  56. (სომხური) Ընտրությունները չարձանագրեցին ժողովրդի կամքը և քաղաքական ուժերի իրական հարաբերակցությունը. ՀՅԴ დაარქივებული 2012-05-12 საიტზე Wayback Machine.
  57. (სომხური) «Ժառանգություն»-ը գոհ չէ ընտրությունների արդյունքներից
  58. (სომხური) Արթուր Բաղդասարյանի հետընտրական հայտարարությունը. ՕԵԿ-ում խստացնելու են անդամագրման կարգը
  59. Statement by High Representative Catherine Ashton and Commissioner Štefan Füle on the Parliamentary elections in Armenia on 6 May 2012
  60. Armenian elections competitive and largely peaceful, but shortcomings undermined confidence in the process, observers say
  61. Hillary Clinton: Ball is still in Turkey's court
  62. Clinton Praises Armenia For Election Conduct, Turkey Policy
  63. (სომხური) Տեղի է ունենում նախօրոք լավ կազմակերպված լայնածավալ մեքենայություն. Միասնական շտաբ დაარქივებული 2012-07-08 საიტზე Wayback Machine.
  64. Armenian opposition bloc decries election fraud, says will pick parliament mandates. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-24. ციტირების თარიღი: 2015-10-03.
  65. (სომხური) Խորհրդարանը «չի արտացոլում ժողովրդի կողմից քաղաքական ուժերի աջակցության իրական պատկերը»