სომიტები — პირველადი სეგმენტები, მეზოდერმის სეგმენტები, რომელთა ერთობლიობა ადამიანისა და ცხოველების სხეულის სეგმენტაციას განაპირობებს. სომიტები უმეტესად ეწოდება სხეულის მეორეული ღრუს (ცელომის) მქონე ცხოველების ზურგის ზედა ნაწილის სეგმენტებს. ხერხემლიანი ცხოველებისა და ადამიანის ჩანასახის სომიტები გაწყობილია ქორდის გასწვრივ ორსავე მხარეზე. თითოეულ სომიტებს შეადგენს მიოტომი, სკლეროტომი და დერმატომი.

სომიტი

ლიტერატურა რედაქტირება