სოლონგოი (Mustela altaica) — ძუძუმწოვარი კვერნისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა 31 სმ, კუდისა —15 სმ, მასა 400 გ აღწევს. აქვს მოქნილი, დაბალი სხეული, მოკლე ბეწვი. ფერად მოყვითალო-ქარცია, თავი — მომურორუხი. გვხვდება აზიაში (ჩრდილოეთ ნაწილის გარდა). ყაზახეთში, შუა აზიაში, ალთაიზე და სამხრეთ ზღვისპირეთში, იკვებება პატარ-პატარა ხერხემლიანებით და მწერებით. ზოგან ზიანი მოაქვს ონდატრების მეურნეობისათვის. სოლონგოის სარეწაო მნიშვნელობა მცირეა.

სოლონგოი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ლათინური სახელი
Mustela altaica
დაცვის სტატუსი
საფრთხესთან ახლოს მყოფი
საფრთხესთან ახლოს მყოფი
IUCN 3.1 Near Threatened : 41653
გავრცელება

ლიტერატურა რედაქტირება