რბილობი — სოკოს ნაყოფსხეულის შიდა ფენა, რომელიც შედგება ჰიფების ხლართებისგან და მათ შორის არსებული ჟელესებრი შემაერთებელი ნივთიერებისგან. თუ ეს ნივთიერება ფაშარია, მაშინ სოკოს შიგთავსი რბილია, თუ მკვრივია — ელასტიური და ხრტილისებრიც კი. რბილობის გარეგანი ნიშნები ხშირად ასახავს ნაყოფსხეულის მიკროსკოპულ აგებულებას. აგრეთვე სოკოს იდენტიფიცირებისათვის მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს.

დათვისსოკოს რბილობი

კონსისტენციის მიხედვით, სოკოს ჰყოფენ შემდეგ ძირითად ტიპებად: მერქნისებრი, კორპისებრი, ქეჩისებრი, ტყავისებრი, ხრტილისებრი, ხორცოვანი და ლაბისებრი.

ქუდიანი სოკოს გასარკვევად მნიშვნელოვანი ნიშანია ნაყოფსხეულის რბილობის ფერი და ცვალებადობა ჰაერზე. ზოგიერთი სოკოს რბილობი თეთრი, ყვითელი ან სხვადასხვა ფერისაა და ჰაერზე ზოგჯერ წითლდება, ლურჯდება, მწვანდება და ა.შ. ამისათვის საჭიროა სოკოს გადატეხვა და მასე დაკვირვება. ზოგი სოკო სწრაფად იცვლის ფერს, ზოგიც — რამდენიმე საათის შემდეგ. არსებობს სახეობები, რომელთა რბილობი ჰაერზე ჯერ წითლდება, შემდეგ კი ლურჯდება ან უცვლელი რჩება. რძიანა სოკოები გადატეხვისას გამოყოფენ რძისმაგვარ სითხეს, რომელიც თეთრია, უფერული ან ისეთ ფერისაა, რომელიც ჰაერზე ფერს იცვლის ან უცვლელი რჩება. სოკოს იდენტიფიცირებისათვის აუცილებელია აგრეთვე რბილობის გემოს და სუნის ცოდნა. სუნი შეიძლება ჰქონდეს: სოკოს, ფქვილის, ანისის, ნივრის, მელნის, ფენოლის და ა.შ.

გალერეა რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • ნახუცრიშვილი ივ., საქართველოს სოკოები / რედ. და თანაავტ. არჩ. ღიბრაძე, თბ.: „ბუნება პრინტი“ და საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრი, 2006. — გვ. ნახუცრიშვილი, ISBN 99940-856-1-1.
  • Вавриш П.О., Горовой Л.Ф. Грибы в лесу и на столе. — К.: „Урожай“, 1993. — 208 с. — ISBN 5-337-00728-9.
  • Лессо Т. Грибы, определитель / пер. с англ. Л. В. Гарибовой, С. Н. Лекомцевой. — М.: „Астрель“, „АСТ“, 2003. — 304 с. — ISBN 5-17-020333-0.