სმირნიოტების ჯვაროსნული ლაშქრობები

სმირნიოტების ჯვაროსნული ლაშქრობები
ჯვაროსნული ლაშქრობების ნაწილი
Giuseppe-gatteri-1344-pietro-zeno-muore-a-smirne
თარიღი 1343–1351 წწ.
მდებარეობა სმირნის გარშემო, ანატოლია, (თანამედროვე იზმირი, თურქეთი)
შედეგი გადაუწყვეტელი
ტერიტორიული
ცვლილებები
ქრისტიანებს ეკავათ სმირნის ნაწილი 1402 წლამდე, მაგრამ ვერ შეძლეს ქალაქის დაცვა ან ვერ მოუღეს ბოლო თურქულ მეკობრეობას ეგეოსის ზღვაში.
მხარეები
ვენეციის რესპუბლიკა

ჰოსპიტალიერები კვიპროსის სამეფო დაუფაინ ვიენოისელი პაპის სახელმწიფოები

აიდინის საამირო
მეთაურები
ჰენრი ასტიელი,

პიეტრო ძენო, მარტინო ზაქარია, ჰიუ IV კვიპროსელი, ჰუმბერტ II ვიენოისელი

უმურ ბეგი (1343–1348 წწ.)

ჰიზირ ბეგი (1348–1351 წწ.)

სმირნიოტების ჯვაროსნული ლაშქრობები ვიკისაწყობში

სმირნიოტების ჯვაროსნული ლაშქრობები (1343–1351 წწ.) — პაპ კლემენტ VI-ის მიერ წარგზავნილი ჯვაროსნები უმურ ბეის დაქვემდებარებაში მყოფი აიდინის საამიროს წინააღმდეგ, რომლის პრინციპული სამიზნე იყო მცირე აზიის ნახევარკუნძულზე მდებარე სანაპირო ქალაქი სმირნა.

სმირნიოტების პირველი ჯვაროსნული ლაშქრობა კლემენტ VI-ის ჩანაფიქრი იყო. თურქული მეკობრეობის საფრთხე ეგეოსის ზღვაში სტიმულს აძლევდა კლემენტის მემკვიდრეებს, იოანე XXII-სა და ბენედიქტე XII-ს, შეენარჩუნებინათ 4 გალერასგან შემდგარი ფლოტი ქრისტიანების გემების დასაცავად. თუმცა, 1340-იანი წლებიდან დაწყებული, კლემენტი ცდილობდა დახმარების მიღებას ვენეციის რესპუბლიკისგან, რათა გაეფართოვებინა თავისი ძალისხმევა სრული სამხედრო ექსპედიციის დაწყების საქმეში. კლემენტმა კონსტანტინოპოლის კათოლიკოს-პატრიარქს, ჰენრი ასტიელს თურქების წინააღმდეგ ლიგის ორგანიზება დაავალა. მომდევნო წლებში, თურქებმა გააფართოვეს მეკობრეობა ეგეოსის ზღვაში. ჰიუ IV კვიპროსელი და ჰოსპიტალიერების რაინდები გაერთიანდნენ და 1342 წლის 2 ნოემბერს, პაპმა დააგზავნა წერილები მამაკაცებისა და ვენეციური გემების მწყობრში მოსაყვანად. პაპის ბულა, ჯვაროსნებს ანიჭებდა ინდულგენციას და ქადაგების უფლებას აძლევდა მთელი ევროპის ტერიტორიაზე. 30 სექტემბერს გამოქვეყნდა Insurgentibus contra fidem.

სმირნიოტის პირველი ჯვაროსნული ლაშქრობა დაიწყო საზღვაო გამარჯვებით პალეტების ბრძოლაში და დასრულდა სმირნაზე შეტევით. შედეგად, 1344 წლის 28 ოქტომბერს, ჯვაროსნებმა დაიკავეს ნავსაყუდელი და ციტადელი, მაგრამ ვერაფერი გააწყვეს აკროპოლისთან მიმართებაში. ზედმეტი თავდაჯერებულობის გამო, 1345 წლის 17 იანვარს, ჰენრი ასტიელი შეეცადა მესა აღენიშნა მიტოვებულ შენობაში, რომელიც სწამდათ, რომ მიტროპოლიტის საკათედრო ტაძარი იყო. მსახურების დროს, უმურ ბეი მიიჭრა კრებაზე და ჯვაროსნების ლიდერები დახოცა, მათ შორის, პატრიარქი მარტინო ზაქარია, პაპის გალერას მეთაური და ვენეციის რესპუბლიკის მეთაური პიეტრო ძენო.

მცირე აზიის ნახევარკუნძულზე ჯვაროსნებთან დაკავშირებით საეჭვო ვითარების გამო, პაპმა 1345 წელს დაიწყო მეორე ექსპედიციის ორგანიზება. ნოემბერში, ჰუმბერტ II ვიენოისელის მეთაურობით, სმირნიოტების მეორე ჯვაროსნული ლაშქრობა ვენეციის რესპუბლიკიდან დაიწყო. 1346 წლის თებერვალში, ჯვაროსნებმა თურქები დაამარცხეს მიტილენეში, მაგრამ ჰუმბერტი, თურქებთან შედარებით, უფრო მეტად გაისარჯა სმირნაში და ქალაქის ქრისტიანული ნაწილი გაამაგრა. მომდევნო ხუთი წელი კლემენტ VI ცდილობდა მოლაპარაკებების წარმოებას თურქებთან, რომლებიც სმირნას მუდმივად ალყის პირობებში ამყოფებდნენ ხმელეთიდან და უზრუნველყოფდნენ პირდაპირ ფინანსურ და სამხედრო დახმარებას ქალაქისთვის. მიუხედავად იმისა, რომ კლემენტის შეშფოთება ჯვაროსნებთან დაკავშირებით მოულოდნელად დასრულდა 1351 წლის სექტემბერში, ქრისტიანებმა შეძლეს ქალაქის შენარჩუნება 1402 წელს თემურიდების მიერ სმირნის ალყაში მოქცევამდე.

სქოლიო რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • Carr, Mike. 2014. "Humbert of Viennois and the Crusade of Smyrna: A Reconsideration". Crusades 13 (1): 237–51.
  • Gay, Jules. 1904. Le pape Clément VI et les affaires d'Orient. PhD thesis.