სლეში (ინგლ. Slash, ნამდვილი სახელი - სოლ ჰადსონი, დ. 23 ივლისი 1965, ლონდონი, გაერთიანებული სამეფო) — ბრიტანელ-ამერიკელი მუსიკოსი.[4] იგი უფრო მეტაც ცნობილია, როგორც ჯგუფის Guns N' Roses ყოფილი გიტარისტი.

სლეში

სლეში რომში, 2011 წელი
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი სოლ ჰადსონი
აგრეთვე ცნობილი როგორც სლეში
დაბ. თარიღი 23 ივლისი, 1965 (1965-07-23) (58 წლის)
ჰამფსტედი, ლონდონი, ინგლისი
დაბ. ადგილი ჰამფსტედი
წარმოშობა აფროამერიკელ-ინგლისელი
ეროვნება აფრო-ამერიკელები[1] , Black Britons[1] , British Jews[2] და African-American Jews[2]
ჟანრ(ებ)ი მძიმე როკი, მძიმე მეტალი, ბლუზ როკი[3]
საქმიანობა მუსიკოსი, სიმღერების ავტორი, პროდიუსერი
ინსტრუმენტ(ებ)ი გიტარა, ვოკალი, ბას გიტარა
აქტიური 19-1983–დღემდე
ლეიბლ(ებ)ი UZI Suicide, Geffen, Koch, RCA
მეუღლე პერლა ფეარირი
აღსანიშნავი ინსტრუმენტები
Gibson Les Paul
საიტი
სლეში ვიკისაწყობში

ბიოგრაფია რედაქტირება

სლეშის დედა შავკანიანი ამერიკელია , ხოლო მამამისი - თეთრკანიანი ინგლისელი. მისი მშობლები ხელოვანები არიან და თავიანთი პროფესიით მუშაობენ. დედა დიზაინერია, რომელიც დევიდ ბოუისათვის კოსტუმებს ქმნის, მამა კი ალბომების ყდების დიზაინერია - მას ეკუთვნის ნილ იანგისა და ჯონი მიტჩელის ალბომების გაფორმება.[5]

სხვადასხვა პერიოდში სლეშზე დიდ გავლენას ახდენდნენ: ლედ ზეპელინი, როლინგ სტოუნზი, ერიკ კლეპტონი, აეროსმითი, ჯიმი ჰენდრიქსი, ჯეფ ბეკი და ნილ იანგი. მისივე აღიარებით, აეროსმითის ალბომმა Rocks მთელი ცხოვრება შეუცვალა.[6]. სლეში ამაყობს სხვადასხვა მუსიკოსთან თანამშრომლობით, რომელთა შორის არიან: ერიკ კლეპტონი, ლენი კრავიცი, პოლ როჯერსი, იგი პოპი, მაიკლ ჯექსონი, ბრაიან მეი და სხვა მრავალი.

4-5 წლის ასაკში სლეში მშობლებთან ერთან ლოს-ანჯელესში გადავიდა საცხოვრებლად, ბებიასთან და ბაბუასთან. როდესაც იგი 8 წლის იყო, მისი მშობლები განქორწინდნენ და სლეში დედასთან, უმცროს ძმასთან და ბებიასთან გადავიდა საცხოვრებლად.

სლეში გატაცებული იყო ველო-მოტოციკლეტებით BMX. იგი საკმაოდ კარგად ფლობდა ამ სახეობას, მაგრამ როდესაც 14 წლის გახდა, მისმა მეგობარმა და Guns N' Roses-ის მომავალმა დრამერმა სტივენ ადლერმა შესთავაზა, შეექმნათ ჯგუფი. სტივი დაუკრავდა გიტარაზე, ხოლო სლეში კი ბას გიტარას შეისწავლიდა. თუმცა საბოლოოდ, სლეში გიტარისტი, ხოლო სტივი - დრამერი გახდა, სლეშმა ბებიამისს გიტარა სთხოვა. მან გადმოუღო ძველი ესპანური გიტარა. რომელსაც მხოლოდ 1 სიმი ჰქონდა. სლეში წავიდა გიტარის მასწავლებელთან, რობერტთან. მან უთხრა დაავალა დარჩენილი 5 სიმის შოვნაც, მანამდე კი 1 სიმითაც მოახერხებდნენ რამეს. მას შემდეგ სლეში დღეში 24 საათს გიტარას უთმობდა. იგი ჩამოშორდა თავის ბანდას, რომელთანაც ერთადაც ბიემიქსზე კატაობდა. ამ დროს სტივი ჩამოვიდა ვაილიდან, სადაც იგი დედასთან იყო წასული და სლეშს დაურეკა. მან განუცხადა, რომ დასარტყამ ინსტრუმენტებს მოჰკიდა ხელი. ერთად მათ შექმნეს ჯგუფი Road Crew, რომლის არსებობამაც დიდი ხანი არ გასტანა. მას შემდეგ სლეშმა ჩამოაყალიბა ჯგუფი Tidus Sloan, მაგრამ იგი მალევე დაიშალა, ვოკალისტის უყონლობის გამო.

Guns N' Roses რედაქტირება

1984 წელს სლეშმა გადაწყვიტა, სერიოზულად მოეკიდა მუსიკისათვის ხელი და ჯგუფის ძებნა დაიწყო. ამ დროს მას შეხვდა იზი სტრედლინი, რომელმაც მისი ჯგუფ Hollywood Rose-ის დემო ჩანაწერი მოასმენინა. მიუხედავად ჩანაწერის ცუდი ხარისხისა, სლეშმა ყური მოჰკრა ექსლ როუზის ძალიან დაბალ დიაპაზონს და დაინტერესდა მითი. ცოტა ხანში იზიმ მას ექსლი გააცნო და სლეში მათ ჯგუფში მიიღეს. ეს ჯგუფი გაერთიანდა ტრეისი განზის ჯგუფ L.A. Guns-თან. მათ არ ჰყავდათ დრამერი და ამიტომ ამის შესახებ გაზეთში განცხადება გამოაქვეყნეს - შედეგად ჯგუფს დაფ მაკ-კეგენი დაემატა. ამ დროს ჯგუფი დატოვა ოულ ბეიჩმა, ჯგუფის დრამერმა. სლეშმა ჯგუფში გაწევრიანება სტივის შესთავაზა. ჯგუფის შემადგენლობა მზად იყო. მათ დაიწყეს სიმღერების წერა და მალევე პირველი კონცერტი ჩაატარეს, სიეტლის ქალაქ გარეთ - რომ არა დაფის სიეტლური წარმომავლობა, ეს შოუ ჩაიშლებოდა.

მალე ჯგუფმა გააფორმა კონტრაქტი Geffen Records-თან. ამაში მათ მენეჯერი,ვიკი ჰემილტონი დაეხმარა, ჯგუფს საკმაო სიმღერები ჰქონდა, რათა ცალკე ალბომი გამოეცა. 1987 წელს გამოვიდა მათი პირველი ალბომი Appetite for Destruction. ალბომმა გადატრიალება მოხდინა. მთელ მსოფლიოში იგი გაიყიდა 28 მილიონიანი ტირაჟით. ჯგუფმა წამოიწყო მსოფლიო ტურნე ამავე სახელწოდებით.

1991 წლის სექტემბერში ჯგუფის მეორე ალბომი გამოვიდა, 2 ნაწილად - Use Your Illusion I და Use Your Illusion II. გარდა ამისა, ჯგუფთან ერთად სლეშმა ჩაწერა სტუდიური ალბომები G N' R Lies, Use Your Illusion I, Use Your Illusion II და "The Spaghetti Incident?". ჯგუფში მისი მოღვაწეობისას ასევე ჩაიწერა EP დისკები Live ?!*@ Like a Suicide, Guns N' Roses / Live from the Jungle და Civil War და გამოიცა საკონცერტო ალბომიLive Era: '87–'93.

1996 წელს ჯგუფის შემადგენლობა ისევ დაბრუნდა, მაგრამ ექსლის დიქტატურას სლეშმა დიდხანს ვეღარ გაუძლო და მათ შორის მოხდა კონფლიქტი. ამ დროს სლეშმა უთხრა ექსლს "Just shut up and sing" (მოკეტე და იმღერე), რაც როგორც აღმოჩნდა, ექსლისთვის ძალზედ შეურაცხმყოფელი აღმოჩნდა. ამის გამო ჯგუფის ამ წევრებს შორის დღემდე დაძაბულობაა.

1997 წელს ჯგუფი ოფიციალურად დაიშალა, თუმცა შემდგომში რეფორმირებული იქნა, სხვა მუსიკოსების მონაწილეობით (ექსლის ლიდერობით). 2011 წლის დასაწყისში სლეშმა ერთ-ერთ კონცერტზე განაცხადა, რომ იგი დაბრუნდება ჯგუფში, თუ ექსლი ბოდიშს მოუხდის. ექსლმაც არ დააყოვნა პასუხი და ერთ კვირაში განაცხადა, რომ ჯგუფის პირვანდელი, კლასიკური შემადგენლობა აღარასდროს დაბრუნდება.

სხვა პროექტები რედაქტირება

სლეშს ასევე აქვს მუსიკალური პროექტი Slash's Snakepit, რომელიც ჩამოყალიბდა Guns N' Roses-ის შემდგომ. მასში მონაწილეობდნენ: მეტ ლოუგი (დასარტყმელი საკრავები), ჯონი გრიპარიკი (ბას გიტარა), კერი კელი (გიტარა) და თავად სლეში. პროექტის პირველი ალბომი იყო It's Five O'Clock Somewhere, რომელიც ბილბორდის 200-ეულში, #70 პოზიციაზე მოხვდა. წარმატების ტალღაზე ჯგუფი მიიწვიეს AC/DC-ის კონცერტების გასახსნელად. თუმცა, სლეშის ყველაზე წარმატებულ სოლო-პროექტად ითვლება ჯგუფი Velvet Revolver, რომელშიც დაფ მაკ-კეგენი და მეტ სორუმიც შედიოდნენ, 2007 წელს ჯგუფი დაატოვინეს ჯგუფის სოლისტს სკოტ ვილენდს.

პირადი ცხოვრება რედაქტირება

1992 წელს სლეშმა იქორწინა რენე სურანზე, რომელიც იმ დროისათვის მსახიობი იყო. მათ ერთად 6 წელი იცხოვრეს და 1998 წელს გაშორდნენ ერთმანეთს. 2000 წელს სლეშიდ მეორედ, პერლა ფერართან იქორწინა. 2002 წელს მას პირველი შვილი შეეძინა - ლონდონ ემილიო ჰადსონი, ხოლო 2004-ში - მეორე, ცეშ ენტონი ჰადსონი. 2010 წელს პერლა და სლეში განქორწინდნენ, მაგრამ სულ რაღაც 3 თვის შემდეგ, ნოემბერში ისინი ისევ შერიგდნენ და დღემდე ერთად არიან. სლეშმა განაცხადა, რომ განქორწინება სულელური იდეა იყო.

დისკოგრაფია რედაქტირება

Guns N' Roses
Slash's Snakepit
Velvet Revolver
სოლო

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 https://www.slashparadise.com/background/profile-slash.php
  2. 2.0 2.1 https://www.timesofisrael.com/legendary-guitarist-slash-books-july-concert-with-other-band/
  3. Rolling Stone Music | Top Artists, News, Reviews, Photos and Videos. Rollingstone.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-04-04. ციტირების თარიღი: 2010-11-11.
  4. Cash For Questions. Q Magazine/velvet-revolver.com (2004). დაარქივებულია ორიგინალიდან — ივლისი 23, 2010. ციტირების თარიღი: December 29, 2009.
  5. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-05-02. ციტირების თარიღი: 2011-02-20.
  6. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-10-01. ციტირების თარიღი: 2011-02-20.