სკოტის ნაპირი (Scott Coast) - ვიქტორიას მიწის (აღმოსავლეთი ანტარქტიდა) დასავლეთ სანაპიროს ნაწილი. სიგრძე 400 კმ. ესაზღვრება როსის ზღვა. დიდი ნაწილი უჭირავს პრინს-ალბერტის მთებს (2500 მ). სკოტის ნაპირი შემოსაზღვრულია შელფური და მთისპირა მყინვარებით. ადგილ-ადგილ თავისუფალია ყინულისაგან. სკოტის ნაპირზეა უდიდესი ოაზისი ვიქტორია, სადაც მდებარეობს ყინულით დაფარული ტბები, მათი წყლის ტემპერატურა ფსკერთან 20-25°C-ზე მეტია. სადგური ვანდა. სკოტის ნაპირს სახელი ეწოდა რობერტ სკოტის პატივსაცემად.