სკიფლი Skiffle — ხალხური მუსიკის ტიპი, რომელიც შეიცავს ინგლისური და ამერიკული ფოლკ-მუსიკის ელემენტებს. ინსტრუმენტებად ძირითადად გამოიყენება გიტარა და პირის გარმონი. სკიფლის ყველაზე ცნობილ შემსრულებლად ითვლება შოტლანდიელი მომღერალი ენტონი ჯეიმზ „ლონი“ დონეგალი.

თავდაპირველად, სკიფლი აშშ-ში გავრცელდა 1990-იანი წლებიდან. 1950-იან წლებში კი დიდ ბრიტანეთშიც მოიპოვა პოპულარობა. „The Beatles-ის“ ჩამოყალიბებამდე, ჯონ ლენონის პირველი ჯგუფი „The Quarrymen“ სკიფლ-ჯგუფი იყო.

ამ ჟანრის დამახასიათებელი თვისება ისაა, რომ არ მოითხოვს განსაკუთრებულ უნარებს მუსიკაში და მუსიკალური საკრავის სამოყვარულო დონეზე ცოდნაც კი საკმარისია, რაც განაპირობებს კიდეც მის უბრალოობასა და პოპულარობას.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება