სკელიგი (ინგლ. Skellig) — რეჟისორ ანაბელ იანკელის კინოფილმი. წარმოადგენს ფანტასტიკურ დრამას. მთავარ როლებში მონაწილეობენ: ტიმ როთი და ბილ მილნერი. ფილმის სიუჟეტი დაფუძნებულია დევიდ ოლმონდის მისტიკურ ერთსახელოვან რომანზე.

„სკელიგი
Skellig“
რეჟისორი ანაბელ იანკელი
სცენარის ავტორი დევიდ ოლმონდი
როლებში ტიმ როთი
ბილ მილნერი
სკაი ბენეტი
ჯონ სიმი
კომპოზიტორი სტეპ უარბეკი
გამოსვლის თარიღი 2009
ხანგრძლივობა 100 წთ
ქვეყანა გაერთიანებული სამეფო
ენა ინგლისური

სიუჟეტი რედაქტირება

ფილმის მთავარი გმირია პატარა ბიჭი სახელად მაიკლი, რომელიც მშობლებთან ერთად ახალ სახლში გადადის საცხოვრებლად. იგი აღმოაჩენს, რომ სახლთან ახლო მდებარე ფარდულში ცხოვრობს უსახლკარო სახელად სკელიგი. მაიკლი მას დაუახლოვდება. მალე იგი გაიგებს, რომ სკელიგი ნახევრად ფრინველი და ადამიანია ნახევრად ანგელოზი.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება