სირდარიის ცრუდინგნიჩაბა

სირდარიის ცრუდინგნიჩაბა (ლათ. Pseudoscaphirhynchus fedtschenkoi) — თევზი ზუთხისებრთა ოჯახისა. იშვიათი სახეობაა. ნაკლებად არის შესწავლილი. ბინადრობს მდინარე სირდარიის აუზში. მისი სხეულის სიგრძე 27 სმ აღწევს. ტოფობს გრუნტებზე აპრილის თვეში. მტკნარი წყლის თევზია. გვხვდება მდინარის მოვაკებულ ადგილებში. ყრის დაახლოებით 1500-მდე ქვირითს. უმეტესად იკვებება მწერების ლარვებით. სარეწაო მნიშვნელობა არ აქვს. გავრცელების არეალია: ტაჯიკეთი, თურქმენეთი და უზბეკეთი. უკანასკნელი ეგზემპლარი მოიპოვეს 1978 წელს.

სირდარიის ცრუდინგნიჩაბა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  სხივფარფლიანი თევზები
რიგი:  ზუთხისნაირნი
ოჯახი:  ზუთხისებრნი
გვარი:  ცრუდინგნიჩაბა
სახეობა:  სირდარიის ცრუდინგნიჩაბა
ლათინური სახელი
Pseudoscaphirhynchus fedtschenkoi
(Kessler, 1872)
სინონიმები[1][2]
  • Scaphirhynchus fedtschenkoi (Kessler, 1872)
  • Kessleria fedtschenkoi (Kessler, 1872)
  • Pseudoscaphirhynchus fedtschenkoi f. brevirostris (Berg, 1905)
  • Pseudoscaphirhynchus fedtschenkoi f. intermedia (Berg, 1905)
  • Pseudoscaphirhynchus fedtschenkoi f. longirostris (Berg, 1905)
დაცვის სტატუსი
კრიტიკულ საფრთხეში მყოფი
კრიტიკულ საფრთხეში მყოფი
IUCN 3.1 Critically Endangered : 18599

ლიტერატურა რედაქტირება

  • Лебедев В. Д, Спановская В. Д., Савваитова К. А., Соколов Л. И., Цепкин Е. А. Рыбы СССР. М.: Мысль, 1969.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Froese, R.; Pauly, D.. Acipenseridae. FishBase (2017). ციტირების თარიღი: 18 მაისი, 2017.
  2. Van Der Laan, Richard; Eschmeyer, William N.; Fricke, Ronald (11 November 2014). „Family-group names of Recent fishes“. Zootaxa. 3882 (1): 1–230. doi:10.11646/zootaxa.3882.1.1. PMID 25543675.