სიპუნკულიდები (Sipunculida) — ზღვის ჭიების ტიპი ან კლასი. მათი სხეულის სიგრძე 50 სმ აღწევს, დაუნაწევრებელია. წინა ხორთუმისებრ ნაწილზე პირი შემოსაზღვრულია მოკლე საცეცების გვირგვინით. აქვთ ცელომი. გამომყოფი სისტემა შედგება 3 (უფრო ხშირად 1) წყვილი მეტანეფრიდიისაგან. სისხლის მიმოქცევისა და ნერვული სისტემა მარტივია. ცალსქესიანები არიან. ბინადრობენ გრუნტში. იკვებებიან წვრილი ცხოველებით.

სიპუნკულიდები

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ლათინური სახელი
Sipunculida

ლიტერატურა რედაქტირება