სიმღერა ჰილდებრანდზე

სიმღერა ჰილდებრანდზე (გერმ. Das Hildebrandslied) — ძველი გერმანული საგმირო ეპოსი. შემონახულია მისი ერთი ფრაგმენტი. მასში მოთხრობილია სამშობლოდან გაძევებული ჰილდებრანდის უკან დაბრუნება 30 წლის შემდეგ და ბრძოლა ჰადუბრანდთან (თავის ვაჟთან), რომელმაც არ დაუჯერა ჰილდებრანდს, რომ მამა იყო მისი. თუ როგორ მთავრდება ეს ბრძოლა არაა შემონახული.

ჰილდებრანდზე სიმღერის პირველი ფურცელი

ხელნაწერი აღმოჩენილია ფულდაში და განეკუთვნება IX საუკუნეს. ნაწარმოებში მოთხრობილი ამბები განეკუთვნება ხალხთა დიდი გადასახლების პერიოდს.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება