სიმონე პეპე

იტალიელი ფეხბურთელი

სიმონე პეპე (დ. 30 აგვისტო, 1983) — იტალიელი ფეხბურთელი, ამჟამად თავისუფალი აგენტის სტატუსით.

სიმონე პეპე
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
სიმონე პეპე
დაბადების
თარიღი
30 აგვისტო, 1983 (1983-08-30) (40 წლის)
დაბადების
ადგილი
ალბანო ლაციალე, იტალია
სიმაღლე 179 სმ.
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი
ახალგაზრდული კარიერა
რომა
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2001–2003 რომა 0 (0)
2002ლეჩე (იჯარით) 5 (0)
2002–2003ტერამო (იჯარით) 31 (11)
2003–2006 პალერმო 22 (1)
2004–2005პიაჩენცა (იჯარით) 30 (12)
2006–2010 უდინეზე 104 (16)
2006–2007კალიარი (იჯარით) 36 (3)
2010-2015 იუვენტუსი 76 (12)
ეროვნული ნაკრები
2001 იტალია 17 1 (1)
2001 იტალია 19 9 (6)
2002–2003 იტალია 20 13 (6)
2004-2006 იტალია 21 12 (2)
2008– იტალია 23 (0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 30 მაისი 2015
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 3 მარტი 2013

საკლუბო კარიერა რედაქტირება

დაიბადა კომუნა ალბანო ლაციალეში, რომთან ახლოს. კარიერა დაიწყო „რომაში“. 2002 წლის იანვარში იჯარით გადავიდა „ლეკოში“. იმავე წლის ივნისში გადავიდა „ტერამოში“. ის ცნობილია სისწრაფით და თამაში შეუძლია ორივე ფლანგზე და მარცხენა ნახევარმცველის პოზიციაზეც.[1]

პალერმო რედაქტირება

2003 წლის ზაფხულში პეპე გადავიდა სერია B-ს კლუბ „პალერმოში“ სიმბოლურ ფასად, 1000 ევროდ.[2] იმ სეზონში „პალერმომ“ სერია B-ში დაიკავა პირველი ადგილი. 2004 წლის ივლისში იჯარით გადავიდა „პიაჩენცაში“. კლუბის შემადგენლობაში მან 12 გოლი გაიტანა სეზონის განმავლობაში.

2005 წლის ივნისში ის დაბრუნდა „პალერმოში“. მან 6 მატჩში მიიღო მონაწილეობა და გოლი არ გაუტანია. ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს მან დატოვა კლუბი. [3]

უდინეზე რედაქტირება

2005-2006 წლების სეზონში გადავიდა „უდინეზეში“ 500 000 ევროს სანაცვლოდ. 2006 წლის ივლისში იჯარით გადავიდა „კალიარიში“.[4]

იუვენტუსი რედაქტირება

2010 წლის 9 ივნისს „იუვენტუსმა“ ოფიციალურად განაცხადა, რომ საიჯარო ხელშეკრულება გააფორმა პეპესთან 2,6 მილიონი ევროს სანაცვლოდ და 7,5 მილიონ ევროდ გამოისყიდდა მის სატრანსფერო უფლებებს 1 ივლისს.[5]

პირველ 10 მატჩში პეპემ კლუბის მაისურით 4 გოლი და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.

სანაკრებო კარიერა რედაქტირება

პეპეს ნათამაშები აქვს იტალიის 17, 19 და 20-წლამდელთა ნაკრებებში. იტალიის ნაკრებში იყო გამოძახებული 2006 წლის ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატზე, მაგრამ არ უთამაშია. ეროვნულ ნაკრებში მისი დებიუტი შედგა 2008 წლის 11 ოქტომბერს 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში ბულგარეთის ნაკრების წინააღმდეგ.

კარიერის სტატისტიკა რედაქტირება

ტიტულები რედაქტირება

პალერმო
იუვენტუსი

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. „Versatile Pepe attacks Italy's critics“. Reuters. 12 June 2010. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 იანვარი 2016. ციტირების თარიღი: 24 ოქტომბერი 2012.
  2. „Relazione Amministratori al 30 settembre“ (PDF). AS Roma (Italian). 2003-11-08. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — 10 აგვისტო 2011. ციტირების თარიღი: 29 March 2011.
  3. „Precisazioni in merito alle operazioni di trasferimento con l’U.S. Città di Palermo“ (Italian). AS Roma. 2 September 2004. ციტირების თარიღი: 3 December 2009.[მკვდარი ბმული]
  4. „Arrivano Pepe e D'Agostino“ (Italian). Cagliari Calcio. 7 July 2006. ციტირების თარიღი: 3 December 2009.[მკვდარი ბმული]
  5. „Agreement with Udinese Calcio for the temporary acquisition of the registration rights of the player Simone Pepe“. Juventus FC (Italian). 9 June 2010. ციტირების თარიღი: 9 June 2010.