სილიკვა (ლათ. siliqua) — რომაული ვერცხლის მონეტა, უკნინესი წონითი ერთეული (მასა 0,19 გ). გვიანდელ რომისა და ბიზანტიის იმპერიის ხანაში საფუძვლად დაედო საანგარიშო სისტემას. სოლიდის 1/24 ნაწილი. დაახლოებით 324 წლიდან, კონსტანტინე I-ის დროს (306-337), დაიწყო სილიკვას ემისია (მასა დაახლოებით 2 გ-მდე), რამაც კონსტანტინე II-ის (351-361) დროს თანდათან საბოლოოდ განდევნა მიმოქცევიდან დენარი. საქართველოში (მცხეთა) აღმოჩეილია იმპერატომმრ ვალენტის (364-375) სახელით ანტიოქიაში მოჭრილი სილიკვა (მასა 1,85 გ).

იოვიანის სილიკვა, დაახლოებით 363 წლისთვის

ლიტერატურა რედაქტირება