სილვესტერ სტალონე

მაიკლ სილვესტერ გარდენზიო სტალონე (ინგლ. Michael Sylvester Gardenzio Stallone; 6 ივლისი, 1946), ცნობილი როგორც სილვესტერ სტალონე ან სლაი — ამერიკელი მსახიობი, კინორეჟისორი, სცენარისტი, რეჟისორი. სტალონე ცნობილია თავისი მძაფრსიუჟეტიანი ჰოლივუდური როლებით. მისი როლებიდან გამორჩეულია და მსახიობის რეპუტაციაზე გავლენის მქონეა მოკრივე როკი ბალბოა და ჯარისკაცი რემბოს პერსონაჟები.

სილვესტერ სტალონე

სტალონე 2014 წელს
დაბადების სახელი მაიკლ სილვესტერ გარნედზიო სტალონე
დაბადების თარიღი 6 ივლისი, 1946
ნიუ-იორკი, აშშ
რეზიდენცია ბევერლი ჰილზი, კალიფორნია
საქმიანობა მსახიობი, სცენარისტი, რეჟისორი
აქტიური 1970-დღემდე
ჯილდოები ოქროს გლობუსი საუკეთესო მსახიობი კაცისთვის მეორეხარისხოვან როლში (2015)

ბიოგრაფია რედაქტირება

სილვესტერ სტალონე დაიბადა ქალაქ ნიუ-იორკში, ფრენკ სტალონესა და ჯეკი სტალონეს ოჯახში. მამამისი ფრანკ სტალონე პარიკმახერი იყო, დედა, ჯეკი სტალონე (ჟაკლინი) კი - ასტროლოგი, ყოფილი მოცეკვავე და ქალთა ჭიდაობაში პრომოუტერი. სლაის უმცროსი ძმა ფრენკ სტალონე მსახიობი და მომღერალია. სტალონეს მამა დაიბადა გოია დელ კოლში (აპულია, იტალია) და ბავშვობაში აშშ-ში ემიგრირებით გადასახლდა. სლაის დედა ნახევრად რუსულ-ებრაული და ფრანგული წარმოშობისაა.

ფილმოგრაფია რედაქტირება

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1975 კაპონე Capone ფრენკ ნიტი
1976 როკი Rocky როკი ბალბოა
1979 როკი II Rocky II როკი ბალბოა
1982 როკი III Rocky III როკი ბალბოა
1982 პირველი სისხლი First Blood ჯონ რემბო
1985 როკი IV Rocky IV როკი ბალბოა
1985 რემბო 2 Rambo: First Blood Part II ჯონ რემბო
1986 კობრა Cobra ლეიტენანტი მერიონ კობრეტი
1988 რემბო 3 Rambo III ჯონ რემბო
1990 როკი V Rocky V როკი ბალბოა
1991 ოსკარი Oscar ანჯელო პროვოლონე
1993 დამანგრეველი Demolition Man სერჟანტი ჯონ სპარტანი
1994 სპეციალისტი The Specialist რეი ქვიკი
1997 ადამიანები შავებში Men in Black უცხო ტელემონიტორზე
1997 პოლიციელთა ქვეყანა Cop Land შერიფი ფრედი ჰეფლინი
2003 ტაქსი 3 Taxi 3 მგზავრი
2006 როკი ბალბოა Rocky Balboa როკი ბალბოა
2008 რემბო Rambo ჯონ რემბო
2010 შეუჩერებელნი The Expendables ბარნი როსი
2012 შეუჩერებელნი 2 The Expendables 2 ბარნი როსი
2014 შეუჩერებელნი 3 The Expendables 3 ბარნი როსი
2015 Creed Creed როკი ბალბოა

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება