სიერა-მორენა — მთები ესპანეთის სამხრეთ ნაწილში, მესეტის ზეგნის სამხრეთი კიდე. სიგრძე დაახლოებით 400 კილომეტრი, სიმაღლე 1299 მეტრი. უმთავრესად აგებულია კრისტალური ქანებით. წარმოადგენს პლატოსებრ წყალგამყოფს, რომლის სამხრეთი კალთა ციცაბოდ ეშვება გვადალკვივირის ხეობისაკენ და მისი შენაკადებით ღრმად არის დასერილი. შემოსილია მარადმწვანე ბუჩქნარითა და ფართოფოთლოვანი ტყით. მოიპოვება ტყვია, თუთია, პირიტი.

მდებარეობა
სიერა-მორენას ხედი უელვასთან

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: