სიერა-ვიკუნია-მაკენა

სიერა-ვიკუნია-მაკენა (ესპ. Sierra Vicuña Mackenna) — ჩილეს სანაპირო ქედის უმაღლესი სექცია; მდებარეობს ჩრდილოეთ ჩილეში, პამპა-დელ-ტამარგუელის ვაკის დასავლეთით. მისი უმაღლესი მწვერვალის სიმაღლე ზღვის დონიდან 3000 მეტრს აჭარბებს.[1] გადაჭიმულია ჩრდილოეთიდან სამხრეთის მიმართულებით, დაახლოებით 170 კმ მანძილზე, ანდების პარალელურად. ქედის აღმოსავლეთით მდებარეობს ატაკამის უდაბნოს ყველაზე მშრალი ნაწილი.

სიერა-ვიკუნია-მაკენა
სიერა-ვიკუნია-მაკენა
სიერა-ვიკუნია-მაკენა
კოორდინატები: 24°30′ ს. გ. 69°00′ დ. გ. / 24.500° ს. გ. 69.000° დ. გ. / -24.500; -69.000
ქვეყანა ჩილეს დროშა ჩილე
სიმაღლე 3114 
სიერა-ვიკუნია-მაკენა — ჩილე
სიერა-ვიკუნია-მაკენა

ქედს სახელი ეწოდა ჩილელი მწერლის, ბენხამინ ვიკუნია მაკენას პატივსაცემად.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. David H. K. Amiran, Andrew Wilkins Wilson, Coastal Deserts; Their Natural and Human Environments (University of Arizona Press, 1973), page 111. International Geographical Union, Unesco, Peru. Ministerio de Agricultura.