სიდნეი (საფეხბურთო კლუბი)

სიდნეი (ინგლ. Sydney Football Club) — ავსტრალიური საფეხბურთო კლუბი, რომელიც დაარსდა 2004 წლის 1 ნოემბერს. ამჟამად ასპარეზობს ავსტრალიის უმაღლეს A-ლიგაში. იგი ითვლება ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ კლუბად ავსტრალიაში. დაარსებიდან მან მალევე ორჯერ მოახერხა გამხდარიყო ავსტრალიის A-ლიგის ჩემპიონი 2006 და 2010 წლებში და 2010 წელს ავსტრალიის სუპერთასის მფლობელი. სიდნეი რჩება ერთადერთ კლუბად ავსტრალიაში რომელსაც მოგებული აქვს OFC ოკეანიის ლიგა 2005 წელს და ორჯერ აქვს მოგებული აზიის ჩემპიონთა ლიგა AFC 2007 და 2010 წლებში. ასევე ფიფას მსოფლიო კლუბთა თასი 2010 წელს.

სიდნეი
სრული სახელი საფეხბურთო კლუბი სიდნეი
მეტსახელი ლურჯი ცა
დაარსდა 1 ნოემბერი, 2004
სტადიონი სიდნეის ალიანს სტადიონი
სიდნეი, ავსტრალია
(ტევადობა: 45,500 მაყურებელი)
პრეზიდენტი რუსეთის დროშა დევიდ ტრაქტოვენკო
მწვრთნელი ავსტრალიის დროშა გრეჰემ არნოლდი
კაპიტანი ავსტრალიის დროშა ალექს ბროსკი
ლიგა A-ლიგა
ძირითადი ფორმა
რეზერვის ფორმა
მესამე ფორმა

კლუბის საშინაო არენაა სიდნეის ალიანს სტადიონი იგივე სიდნეის ოლიმპიური სტადიონი, რომელიც ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი და იმდენად მაღალტექნოლოგიური და გრანდიოზულია, რომ თანამედროვე მსოფლიო საოცრებებს შორისაც მოიაზრებენ. იტევს 45.500 ადამიანს. იგი არის მრავალფუნქციური გამოყენების სტადიონი. მასზე ტარდება როგორც სარაგბო ჩემპიონატებიც ასევე ოლიმპიური სპორტის სახეობებიც. კლუბის ისტორიაში ყველაზე გახმაურებული ტრანსფერი შედგა 2012 წელს როდესაც ავსტრალიურ კლუბში გადავიდა იტალიელი ფეხბურთელი ალესანდრო დელ პიერო, რომელიც A-ლიგის ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია.

შემადგენლობა რედაქტირება

შენიშვნა: დროშა აღნიშნავს ეროვნულ ნაკრებს რომელიც განსაზღვრულია ფიფა-ს წესებით. მოთამაშეები შესაძლოა რამდენიმე ფიფა-ს არაწევრ ქვეყანას/ტერიტორიას მიეკუთვნებოდნენ.

პოზიცია ქვეყანა მოთამაშე
1 მეკარე   ავსტრალია ივან ნეჩევსკი
2 მცველი   ავსტრალია სებასტიან რიალი
3 მცველი   ავსტრალია საშა ოგნენოვსკი
4 მცველი   ავსტრალია პეჯ ბოიიჩი
5 მცველი   ავსტრალია მეთიუ იურმანი
6 მცველი   სერბეთი ნიკოლა პეტკოვიჩი
7 თავდამსხმელი   ავსტრალია კორი გამერო
8 ნახევარმცველი   სერბეთი მილოშ დიმიტრიევიჩი
9 თავდამსხმელი   ავსტრალია შეინ სმელცი
11 თავდამსხმელი   ავსტრალია ბერნი იბინი-ისეი
12 ნახევარმცველი   ავსტრალია ჰაჯი გლიგორი
13 ნახევარმცველი   ავსტრალია კრის ნაუმოფი
პოზიცია ქვეყანა მოთამაშე
14 თავდამსხმელი   ავსტრალია ალექს ბროსკი
16 მცველი   ავსტრალია ალექს გერსბახი
17 ნახევარმცველი   ავსტრალია ტერი ანტონისი
18 ნახევარმცველი   ავსტრალია პიტერ ტრიანტისი
19 ნახევარმცველი   ავსტრალია ნიკ კარლი
20 მეკარე   ავსტრალია ვედრან იანეტოვიჩი
21 თავდამსხმელი   ავსტრია მარკ იანკო
22 ნახევარმცველი   ერაყი ალი აბასი
23 ნახევარმცველი   ავსტრალია რიან გრანტი
26 მცველი   სენეგალი ჟაკ ფატი
27 ნახევარმცველი   სენეგალი მიკაელ ტავარესი
28 ნახევარმცველი   ავსტრალია მაქს ბურგესი
30 მეკარე   ავსტრალია ენტონი ბოუზანისი

მიღწევები რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება