სიგი (ლათ. Coregonus) — თევზების გვარი ორაგულისებრთა ოჯახისა. აქვს მსხვილი ქერცლით დაფარული სხეული, რომლის სიგრძე 75 სმ, მასა 8 კგ, იშვიათად 16 კგ აღწევს. აქვს ვერცხლისფერი გვერდები, მუქი ზურგი, პატარა პირი. დიდი რაოდენობითაა გავრცელებული ჩრდილოეთ ყინულოვანი, ატლანტის და წყნარი ოკეანეების აუყებში.

სიგი
Coregonus maraena
Coregonus maraena
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  სხივფარფლიანნი
რიგი:  ქაშაყისნაირნი
ოჯახი:  ორაგულისებრნი
გვარი:  სიგი
ლათინური სახელი
Coregonus

საქართველოში 1930 წლიდან აკლიმატიზებულია ტაბაწყურის ტბაში. არის გამსვლელი, ტბის და მდინარის ფორმები. ტოფობენ სექტემბერ-ნოემბერში. იკვებებიან უხერხემლო ცხოველებით, ნაწილობრივ თევზებით. სიგი ძვირფასი სარეწაო ობიექტია. იყენებენ ნედლს, დამარილებულს, შებოლილს.

ლიტერატურა რედაქტირება

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=სიგი&oldid=3990610“-დან