სიგავი (მეორე სახელია — სინგავე) (ფრანგ. Sigave, Singave) — საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორიის უოლისის და ფუტუნას კუნძულების სამიდან ერთი ადმინისტრაციული ოლქი.

ოლქი
სიგავი
ფრანგ. Sigave
დროშა

ქვეყანა უოლისი და ფუტუნის დროშა უოლისი და ფუტუნა
ადმ. ცენტრი Leava
კოორდინატები 14°16′00″ ს. გ. 178°10′00″ დ. გ. / 14.26667° ს. გ. 178.16667° დ. გ. / -14.26667; -178.16667
ფართობი 30 კმ²
მოსახლეობა 1457 კაცი (2013)
სიმჭიდროვე 48,57 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი [[UTCUTC+12:00]]
საფოსტო ინდექსი 98620[1]

მისი ტრადიციული სახელია სიგავის სამეფო.

სიგავის ოლქის შემადგენლობაში შედის კუნძულ ფუტუნას დასავლეთი ნაწილი ჰორნის (ფუტუნას) კუნძულებიდან. ოლქს უკავია კუნძულის დაახლოებით მესამედი — 30 კმ² მთლიანი 83 კმ²-დან.

ოლქის საერთო ფართობია — 30 კმ². მოსახლეობა — 1457 ადამიანი[2] (2013 წელი). ოლქის ადმინისტრაციული ცენტრია ლეავა, რომელშიც ცხოვრობს 368 ადამიანი (2013 წელი).

ოლქის დანარჩენი დასახლებული პუნქტები:

  • ფიუა (302 ადამიანი);
  • ნუკუ (257 ადამიანი);
  • ტოლოკე (194 ადამიანი);
  • ტავაი (177 ადამიანი);
  • ვაისეი (159 ადამიანი).

ოლქის ეკონომიკაში ჭარბობს ნატურალური სოფლის მეურნეობა და მცირე თევზჭერა ადგილობრივ ლაგუნაში.

მოსახლეობის უმრავლესობა პოლინეზიური წარმოშობისაა (97,3 %). ასევე მცირე რაოდენობით ცხოვრობენ ევროპელები.

ოლქის მოსახლეობის დიდი უმრავლესობა — კათოლიკეა.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება