სიბილანტი — სისინის ან შიშინის მსგავსი ჟღერადობის მქონე სამეტყველო ბგერა. ქართულში 10 სიბილანტია. სმენითი შთაბეჭდილებით მათ ყოფენ სისინა (, , , , ) და შიშინა (, , , , ) სიბილანტებად. სისინა ბგერებს ენა საწარმოთქმო ნაპრალს უქმნის, ჩვეულებრივ ზედა საჭრელი კბილებისა და მათი ნუნების საზღვარზე, შიშინებს კი — ოდნავ უკან. მათი გარჩევა ნაპრალის სიდიდითაც შეიძლება. შიშინა სიბილანტებს რბილ სასასთან შეიძლება ჰქონდეთ მეორე ნაპრალი (ფოკუსი). ამიტომ მათ ორფოკუსიანებსაც უწოდებენ. სიბილანტები შეიძლება იყოს ნაპრალოვანი (სპირანტი) ან აფრიკატი. ნაპრალოვანს საწარმოთქმო დაბრკოლებად მხოლოდ ნაპრალი აქვს, აფრიკატებს კი — ჯერ ხშვა და მერე — ნაპრალი. ქართულში ნაპრალოვანი სიბილანტებია ძ, ც, წ, ჯ, ჩ, ჭ.

ლიტერატურა რედაქტირება