სიან-კაანი (ესპ. Sian Ka’an) — ბიოსფერული ნაკრძალი მექსიკაში, კინტანა-როოს შტატში. 1986 წლიდან აქვს ეროვნული პარკის, ხოლო 1987 წლიდან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. მაიას ენაზე სახელწოდება ითარგმნება, როგორც „იქ სადაც იწყება ცა“.

სიან-კაანი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა მექსიკის დროშა მექსიკა
ტიპი ბუნებრივი
კრიტერიუმები vii, x
სია [1]
რეგიონი** ლათინური ამერიკა
კოორდინატები 19°13′00″ ჩ. გ. 87°47′30″ ა. გ. / 19.21667° ჩ. გ. 87.79167° ა. გ. / 19.21667; 87.79167
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1987  (მე-11 სესია)
ნომერი 410
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 410
ინგლ.რუს.ფრ.

გეოგრაფია რედაქტირება

ნაკრძალი მდებარეობს იუკატანის ნახევარკუნძულის აღმოსავლეთ სანაპიროზე. მისი ფართობია 5 280 კმ². ნაკრძალი მოიცავს ტროპიკულ ტყეებს, გვხვდება მანგოს ტყეები, ჭაობები, ასევე კარიბის ზღვის ბარიერული რიფები. რეგიონში საშუალოწლიური ნალექების რაოდენობა ტოლია 1120—1220 მმ-სა, რომელთა უმეტესობა (70 %) მოდის მაის-ოქტომბრის განმავლობაში.

ნაკრძალის ტერიტორიაზე განლაგებულია 110 კილომეტრიანი, მსოფლიოში სიგრძით მეორე, მესოამერიკული ბრიერული რიფი. რომელიც გადაჭიმულია იუკატანის აღმოსავლეთი სანაპიროდან სამხრეთით ბელიზისა და ჰონდურასის სანაპირომდე. სიან-კაანის პლაჟი მოფენილია ზღვის კუების კვერცხების ორმოებით.

ნაკრძალში განვითარებულია ტურიზმი, 2000 წელს ნაკრძალი მოინახულა 36 ათასმა ადამიანმა.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება