სვინტრი (ლათ. Polygonatum) — მცენარეთა გვარი სატაცურისებრთა ოჯახისა. მრავალწლოვანი ბალახებია, 30-ზე მეტი სახეობა გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერ სარტყელში. საქართველოს ტყეებში ბუჩქნარებსა და მდელოებზე გვხვდება 5 სახეობა, მათგან ერთი (Polygonatum glaberrimum) კავკასიის ენდემია, ერთი (Polygonatum obtusifolium) — საქართველოსი.[1] მთელ საქართველოში გვხვდება Polygonatum verticillatum.[2] სვინტრის ზოგი სახეობა დეკორატიულ მცენარედ მოჰყავთ.[1]

სვინტრი
Polygonatum hybridum
Polygonatum hybridum
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვანი მცენარეები
კლასი:  ერთლებნიანები
რიგი:  სატაცურისნაირნი
ოჯახი:  სატაცურისებრნი
გვარი:  სვინტრი
ლათინური სახელი
Polygonatum Tourn. ex Mill., 1754

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 317.
  2. სუხიტაშვილი კახაბერ, საქართველოს ყვავილოვანი მცენარეები, თბ.: კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი, 2018. — გვ. 68.