სვიმონი (გვარად ინაურიძე) — გარეჯის მრავალმთის დოდოს მონასტრის წინამღვარი 1746-1760. დოდოს მონასტრის გაუქმების შემდეგ მეფე ერეკლე II-მ და საბა ნინოწმინდელმა სვიმონი გადაიყვანეს იოანე ნათლისმცემლის მონასტრის არქიმანტრიტად, სადაც მოღვაწეობდა 1760-1772 წლებში. საკუთარი სახსრებით დოდო მონასტერს შეუძინა ადგილ-მამული თბილისში, მისი ინიციატივით იოანე ნათლისმცემლის მონასტერმა ნასყიდობით თუ შეწირულების გზით მიიღო საშემოსავლო ობიექტები სოფ. საბუეში, გიორგიწმინდასა და თვალში.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ლომინაძე ბ., ქსე, ტ. 9, გვ. 317, თბ., 1985