სვეტლანა გრიგორიანი

სომეხი მსახიობი

სვეტლანა რუბენი გრეგორიანი (სომხ. Սվետլանա Ռուբենի Գրիգորյան; დ. 30 სექტემბერი, 1930 — გ. 12 მაისი, 2014) — სომეხი მსახიობი, რომელსაც მიენიჭა სომხეთის სახალხო არტისტის წოდება.

ბიოგრაფია რედაქტირება

გრიგორიანი დაიბადა ერევანში. ის სცენაზე გამოდიოდა 13 წლიდან. ერევნის სახვითი ხელვონებისა და თეატრის ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ვართან აჯემიანმა ის მიიწვია ერევნის პარონიანის მუსიკალური კომედიის თეატრში, სადაც ის მუშაობდა სიცოცხლის ბოლომდე[1].

გრიგორიანი ცნობილი იყო პარონიანის სახელმწიფო მუსიკალური კომედიის თეატში შესრულებული კომედიური როლებით (როზა „Taxi, Taxi-ში“; სატენიკი „Im zokanche-ში“[2].

2011 წელს სომხეთის პრეზიდენტმა გრიგორიანი დააჯილდოვა “პირველი ხარისხის მედლით სამშობლოსადმი გაწეული შრომისათვის“ „მისი დიდი წვლილის გამო თეატრალური ხელოვნების განვითარებაში, მაღალი დონის სამსახიობო უნარებისა და უკვდავი პერსონაჟების შექმნისათვის[3]. მან, ასევე, თავისი მე-80 დაბადების დღისთვის მიიღო ჰაკობ მეგაპარტომის მედალი მისი დამსახურებისთვის.

გარდაცვალება რედაქტირება

დაიღუპა 83 წლის ასაკში, 2014 წლის 12 მაისს.[4]

სქოლიო რედაქტირება