სესტრორეცკის ფანჩატური

სესტრორეცკის ფანჩატური (რუს. Беседка Сестрорецка) — ფანჩატური ქალაქ სესტრორეცკში, ანდრეევის ქუჩაზე, სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი. დიდი ხნის განმავლობაში წარმოადგენდა ქალაქის სავიზიტო ბარათს და სიმბოლოს, რომელიც განთავსებული იყო სუვენირებზე და ფოტოებზე.

სესტრორეცკის ფანჩატური
Беседка Сестрорецка

ფანჩატური რევოლუციამდელ ფოტოზე
კოორდინატები 60°06′33″N 29°57′06″E / 60.109219° ჩ. გ. 29.951659° ა. გ. / 60.109219; 29.951659
მდებარეობა სესტრორეცკი, რუსეთი
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7801396000

ისტორია რედაქტირება

ჩუქურთმებიანი ხის ფანჩატური ააგეს XX საუკუნის დასაწყისში არქიტექტორ ზიგფრიდ იაკოვლევის ძე ლევის პროექტის მიხედვით.

ადგილობრივმა მოსახლეობამ აღნიშნულ შენობას შალიაპინის ფანჩატური შეარქვა. იგულისხმება, რომ ფანჩატური სცენად გამოიყენა დიდმა მსახიობმა, რომელიც სწორედ აქ წარსდგა ხალხის წინაშე. მაგრამ ადგილობრივი მხარეთმცოდნის ბ. ე. რივკინის ინფორმაციით თედორე შალიაპინი არასოდეს არ ყოფილა სესტრორეცკის კურორტზე. ყოველ შემთხვევაში, არ არსებობს დოკუმენტი, რომელიც საპირისპიროს დაამტკიცებს.

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, რამდენიმე ცნობა მოიპოვება „თ. ი. შალიაპინის ცხოვრებისა და შემოქმედების ქრონიკებში“, საიდანაც ვგებულობთ, რომ შალიაპინი სესტრორეცკში და მის შემოგარენში ყოფილა:

 
„3 დეკემბერი 1913 წელი. გაემგზავრა სესტრორეცკში, განთავსდა ადგილობრივ პანსიონატში. 9 დეკემბერი 1913 წელი. დაბრუნდა პეტერბურგში. 10 დეკემბერი რეპეტიცია მარიინსკის თეატრში.“

ქრონიკებში სხვა ინფორმაცია შალიაპინის სესტრორეცკში ყოფნის შესახებ აღარ გვხვდება.

ამჟამად ფანჩატური შეტანილია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ერთიან სახელმწიფო რეესტრში, როგორც რუსეთის ფედერაციის ხალხთა რეგიონალური მნიშვნელობის არქიტექტურული ძეგლი.

ამჟამად დანგრეულია. 2007 წელს შესრულდა ნანგრევების კონსერვაციის სამუშაოები. XXI საუკუნის დასაწყისში სესტრორცკში მუნიციპალური საბჭოს გადაწყვეტილებით დადგეს ფანჩატურის ასლი ტოკარევის ქუჩა № 1-ში.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება