სერჰი ბუკოვსკი

სერგეი ანატოლიევიჩ ბუკოვსკი (უკრ: Сергій Анатолійович Буковський; დ

სერგეი ანატოლიევიჩ ბუკოვსკი (უკრ.: Сергій Анатолійович Буковський; დ. 18 ივლისი, 1960, ოქტიაბრსკი) ― უკრაინელი და საბჭოთა რეჟისორი, პედაგოგი, უკრაინის კინემატოგრაფთა ეროვნული კავშირის წევრი, უკრაინის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1996[1]), უკრაინის სახალხო არტისტი (2008[2]), უკრაინის ტარას შევჩენკოს სახელობის ეროვნული პრემიის ლაურეატი (2004).

სერგეი ბუკოვსკი
მშობლიური სახელი Сергій Анатолійович Буковський
დაბადების თარიღი 18 ივლისი, 1960 (1960-07-18) (63 წლის)
ოქტიაბრსკი, ბაშკირეთის ასსრ
მოქალაქეობა სსრკ, უკრაინა
პროფესია დოკუმენტური კინო
საქმიანობა კინორეჟისორი, თეატრალური პედაგოგი
ჯილდოები უკრაინის სახალხო არტისტი, უკრაინის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, უკრაინის ტარას შევჩენკოს სახელობის ეროვნული პრემია

ბიოგრაფია რედაქტირება

სერგეი ბუკოვსკი 1960 წლის 18 ივლისს ოქტიაბრსკიში დაიბადა. 1977-1982 წლებში კიევის თეატრის, კინოსა და ტელევიზიის ეროვნულ უნივერსიტეტში სწავლობდა. 1982-1995 წლებში უკრაინის კინოქრონიკისა და დოკუმენტური კინოსტუდიის რეჟისორი იყო. 1998-2003 წლებში კიევის თეატრალური ხელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტის კინოს კათედრაზე „დოკუმენტური კინოს რეჟისორის“ კურსს უძღვებოდა.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება