სერგო რატიანი (დ. 27 ნოემბერი, 1967, თბილისი[1]) — ქართველი პოლიტიკოსი, ფილოსოფოსი.

სერგო რატიანი
დაბადების თარიღი 27 ნოემბერი, 1967 (1967-11-27) (56 წლის)
დაბადების ადგილი თბილისი
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი
პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

1991 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი, ხოლო 1989 წელს იმავე უნივერსიტეტის უცხო ენების შემსწავლელი კურსი, გერმანული ენა, 1994 წელს — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა.

1991-1993 წლებში იყო მასწავლებელთა გადამზადების ინსტიტუტის რელიგიის კათედრის მეცნიერ-მუშაკი. 1993-1996 წლებში —თბილისის სასულიერო აკადემიის მასწავლებელი. 1995-1997 წლებში — შპს „კავკასიის“ დირექტორის მოადგილე. 1997-2002 წლებში — შპს „არილის“ დირექტორი. 2001-2002 წლებში მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უფროსი მასწავლებლად. 2002-2006 წლებში იყო თბილისის ილ. ჭავჭავაძის სახელობის ენისა და კვლევების უნივერსიტეტის კათედრის გამგის მოვალეობის შემსრულებელი. 2006-2008 წლებში ილ. ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. 2006-2012 წლებში — ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. 2008 წლიდან არის ილ. ჭავჭავაძის უნივერსიტეტის სრული პროფესორი. 2012-2016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — „მეტი სარგებელი ხალხს“. 2016-2020 წლებში — საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ხოლო 2017 ფრაქცია „ევროპული საქართველო — მოძრაობა თავისუფლებისთვის“ წევრი.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება