სერგო დადუნაშვილი

სერგო არჩილის ძე დადუნაშვილი (დ. 1 იანვარი, 1949, ქუთაისი) — ქართველი ინჟინერ-ელექტრიკოსი. ტექიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1995), პროფესორი (1996), საინჟინრო აკადემიის ნამდვილი წევრი (2000).

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი 1971 წელს. 1917-1981 წლებში მუშაობდა სპეციალურ საკონსტრუქციო ბიურო „ანალიზხელსაწყოში“, 1981-1991 წლებში — ინფორმატიკის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილედ, შემდეგ დირექტორად. მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოში ინფორმაციის დამუშავების კომპიუტერული მეთოდებისა და ინფორმაციის გავრცელების ქსელური ტექნოლოგიების დანერგვაში. ეწევა აგრეთვე პედაგოგიურ და სამეცნიერო საქმიანობას (სისტემათა თეორია, ნანოტექნოლოგიების მოდელირება).

ბიბლიოგრაფია რედაქტირება

  • ტექნიკური ობიექტების სისტემების განვითარების პროცესების ანალიზი კატასტროფების თეორიის გამოყენებით, კრ.: მართვის თეორია. სინერგეტიკა, წგ. 3, თბ., 2000;
  • ნანოტექნოლოგიების შესავალი, თბ., 2002;
  • Sensor Based on Nanomaterial of Biological Origin. – «IEEE-NANO 2002», Wash., 2002.

ლიტერატურა რედაქტირება