სერგი ცხაკაია

ქართველი გეოგრაფი

სერგი გიორგის ძე ცხაკაია (დ. ძველი სტილით [22 მარტი], ახალი სტილით [4 აპრილი], 1880, სოფელი კოკი, ახლანდელი ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, — გ. 20 ნოემბერი 1966, თბილისი) — ქართველი გეოგრაფი. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი (1949), დოცენტი (1950). თანამედროვე ქართული კარტოგრაფიის ფუძემდებელი.

სერგი ცხაკაია
დაბ. თარიღი 22 მარტი (3 აპრილი), 1880
დაბ. ადგილი კოკი, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 20 ნოემბერი, 1966(1966-11-20) (86 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
 სსრკ
საქმიანობა გეოგრაფი
მუშაობის ადგილი ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტი

ბიოგრაფია რედაქტირება

სერგი ცხაკაიამ 1904 წელს დაამთავრა პეტერბურგის სამხედრო-ტოპოგრაფიული სასწავლებელი. ცხაკაია თანამედროვე ქართული კარტოგრაფიის ფუძემდებელია. 1936 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტოპოგრაფია-კარტოგრაფიის კათედრის გამგე, 1945-1949 წლებში ვახუშტის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის კარტოგრაფიის განყოფილების ხელმძღვანელი. მისი ნაშრომები მიეძღვნა გეოდეზიის, ტოპოგრაფიისა და კარტოგრაფიის საკითხებს.

1930-იან წლებში შექმნა კარტოგრაფიული სახელმძღვანელო საქართველოს უმაღლესი სკოლებისათვის. 1940-იან წლებში სწავლობდა ვახუშტი ბაგრატიონის კარტოგრაფიულ მემკვიდრეობას.

ავტორია მრავალი ნაშრომისა: „გეოდეზიის სახელმძღვანელო“, „კარტოგრაფია“ და სხვა.

ლიტერატურა რედაქტირება