სერგიუს III (ლათ. Sergius PP. III; დ. უცნობია — გ. 14 აპრილი, 911) — რომის პაპი 904–911 წლებში, წარმოშობით რომაელი.

სერგიუს III

ყოვლად ზნედაცემული, გარყვნილი და უზნეო პაპი. ტახტზე აიყვანა რომაელმა სენატორმა თეოფილქტემ, რომლის ასულ მაროზიასთანაც სასიყვარულო რომანი ჰქონდა. მაროზიამ პაპს აჩუქა ვაჟი, მომავალი პაპი იოანე XI. საყვარელის ზეგავლენით სერგიუსმა "მოღვაწეობა" იმით დაიწყო, რომ გაეგუდათ წინამორბედი პაპები ქრისტეფორუსი და ლეო V. დანაშაული მოხდა დამხობილი პაპების სიბრალულის ნიღბით: სამუდამო პატიმრობას ისე სიკვდილი სჯობსო.

წარმატებით ებრძოდა მიცვალებულებსაც. მან პაპი ფორმოზუსი, სტეფანე VI-ის მსგავსად მიწიდან ამოთხარა და შეაჩვენა, მოაჭრა თითები და თავი და მდინარეში შეაცურა, როგორც "მიწის შემბილწველი ერეტიკოსი".

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

წინამორბედი:
ლეო V
რომის პაპი

904911
შემდეგი:
ანასტასიუს III