სერგეი რებროვი (უკრ. Сергій Ребров; დ. 3 ივლისი, 1974) — უკრაინელი საფეხბურთო მწვრთნელი და ყოფილი ფეხბურთელი.

სერგეი რებროვი
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
სერგეი სტანისლავოვიჩ რებროვი
დაბადების
თარიღი
3 ივნისი, 1974 (1974-06-03) (49 წლის)
დაბადების
ადგილი
გორლივკა, უკრაინის სსრ
სიმაღლე 173 სმ
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
დინამო კიევი (მწვრთნელი)
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1991–1992 შახტარი დონეცკი 26 (12)
1992–2000 დინამო კიევი 189 (93)
2000–2004 ტოტენჰემ ჰოტსპური 60 (10)
2002–2004   ფენერბაჰჩე 38 (4)
2004–2005 ვესტ ჰემ იუნაიტედი 27 (1)
2005–2008 დინამო კიევი 53 (20)
2008–2009 რუბინი ყაზანი 31 (5)
სულ 423 (145)
ეროვნული ნაკრები
1993–1995 უკრაინა 21 წლ. 17 (7)
1992–2006 უკრაინა 75 (15)
სამწვრთნელო კარიერა
2014– დინამო კიევი
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

კარიერა 1991 წელს დაიწყო დონეცკის შახტარში, უკვე მომავალ წელს კი დინამო კიევის რიგებში გადავიდა, სადაც სახელი გაითქვა ბრწყინვალე ასპარეზობით და ანდრეი შევჩენკოსთან შექმნილი მრისხანე თავდასხმის დუეტით. დინამოს დატოვების და ტოტენჰემ ჰოტსპურში ხმაურიანი ტრანსფერის შემდეგ მეწყვილის მსგავსი საერთაშორისო კარიერა ვერ მოიწყო, თუმცა უსაქმოდ არ ყოფილა და წლების განმავლობაში გამორჩეული კლუბების, ფენერბახჩეს, ვესტ ჰემ იუნაიტედის, კვლავ დინამო კიევის და რუბინის ღირსებას იცავდა.

რებროვმა ორჯერ მოიპოვა უკრაინის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული (1996, 1998), სამჯერ იყო უკრაინის ჩემპიონატის სეზონის ფეხბურთელი, 1997 წელს კი ბომბარდირი გახდა, ის ასევე ან ტურნირის ყველა დროის მეორე საუკეთესო ბომბარდირია.

უკრაინის ნაკრებში ჩაატარა 75 მატჩი და 15 გოლი გაიტანა, ნაკრებთან ერთად იასპარეზა 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც უკრაინის დამოუკიდებლობის პერიოდში პირველი მსოფლიო პირველობა იყო.

კარიერის დასრულების შემდეგ მწვრთნელობას მიჰყო ხელი და დინამო ჩაიბარა, რომელთან ერთადაც პირველივე წელს ქვეყნის ჩემპიონობა მოიპოვა და მშობლიური კლუბის, შახტარის ჰეგემონია დაამხო.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება