სერა-დე-კოლსეროლა (ესპ. Serra de Collserola) — მთის ქედი ესპანეთში, მდინარე ბესოსსა და ლიობრეგატს შორის. მიეკუთვნება კატალონიის სანაპირო ქედს.

სერა-დე-კოლსეროლა
კოლსეროლის ხედი ბარსელონის ფონზე
კოლსეროლის ხედი ბარსელონის ფონზე
კოორდინატები: 41°24′44″ ჩ. გ. 2°04′26″ ა. გ. / 41.41222° ჩ. გ. 2.07389° ა. გ. / 41.41222; 2.07389
ქვეყანა ესპანეთის დროშა ესპანეთი
უმაღლესი წერტილი ტიბიდაბო
სიმაღლე 512 
სერა-დე-კოლსეროლა — ესპანეთი
სერა-დე-კოლსეროლა

მთა ბარსელონას ვალესის ვაკისგან გამოყოფს. უმაღლესი მწვერვალია ტიბიდაბო (512 მ). მასივის გეოგრაფიულ საზღვრებს წარმოადგენს მდინარე ლობრეგატისა და ბესოსის ხეობები, ბარსელონის ვაკე და ვალესის აუზი.

1987 წელს, მთაზე შეიქმნა დაცული ტერიტორია — კოლსეროლის პარკი, რომლის ფართობიც 84,65 კმ²-ია. იგი მსოფლიოს უდუდესი მეტროპოლიური პარკია, რვაჯერ დიდი ვიდრე პარიზის ბულონის ტყე, და 22-ჯერ დიდი ვიდრე ნიუ-იორკის ცენტრალ-პარკი.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება