სეპტაკორდი — ტერციებად განლაგებული ოთხი ბგერისაგან შემდგარი აკორდი. სეპტაკორდის მთავარი სახეა სეპტაკორდი, რომელსაც მთავარი ტონი აქვს ბანში. თუ ბანი სეპტაკორდის სხვა ბგერებიდან იწყება, მაშინ იქმნება ე. წ. სეპტაკორდის შებრუნებები. პირველ შებრუნებას, რომელსაც ბანში აქვს ტერციული ტონი, ეწოდება კვინტსექსტაკორდი. მეორე შებრუნებისას — კვინტური ტონით ბანში — ეწოდება ტერცკვარტაკორდი. მესამე შებრუნებას — სეკუნდური ტონით ბანში — სეკუნდაკორდი. ბგერითი შედგენილობის მიხედვით არსებობს დიდი და მცირე სეპტაკორდი. სამი პატარა ტერციისგან შედგენილ სეპტაკორდს შემცირებული სეპტაკორდი ჰქვია.