სენტ-კლერის ტბა (ინგლ. Lake St Clair) — გამდინარე ტბა კუნძულ ტასმანიაზე, მდებარეობს ცენტრალურ პლატოზე, ზღვის დონიდან 747 მ სიმაღლეზე. მყინვარული წარმოშობისაა. ფართობი 30 კმ²,[1] უდიდესი სიღრმე 200 მ[1], გაწოლილია კრეიდლ მაუნტინ-ლეიკ-სენტ-კლერის ეროვნული პარკის სამხრეთ ნაწილში, რომელიც „ტასმანიის ველური ბუნების“ ნაწილია და რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს. სენტ-კლერის ტბასთან ვრცელდება ავსტრალიის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სახმელეთო ტურისტული მარშრუტი — ოვერლენდ ტრეკი, რომლის სამხრეთ დაბოლოება სენტ-კლერის ტბასთანაა.

სენტ-კლერის ტბა
სენტ-კლერის ტბა
სენტ-კლერის ტბა
კოორდინატები: 42°04′00″ ს. გ. 146°10′00″ ა. გ. / 42.06667° ს. გ. 146.16667° ა. გ. / -42.06667; 146.16667
მდებარეობა ავსტრალიის დროშა ავსტრალია
ფართობი 30 კმ²
მაქსიმალური სიღრმე 200 
გამომდინარე მდინარე დერუენტი
სენტ-კლერის ტბა — ავსტრალია
სენტ-კლერის ტბა

ტბის სამხრეთ ნაწილიდან გამოედინება მდინარე დერუენტი, რომლის ესტუარზე გაშენებულია ტასმანიის ადმინისტრაციული ცენტრი — ჰობარტი.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება