სანდრა ლ. «სენდი» პაპასი (ინგლ. Sandra L. «Sandy» Pappas; 15 ივნისი  1949, ხიბინგი, მინესოტა, ამერიკის შეერთებული შტატები) — ამერიკელი პოლიტიკოსი, მინესოტას საბჭოს პრეზიდენტი (2013—2017) და წევრი   (1991 წლიდან), მინესოტას წარმომადგენელთა პალატის წევრი (1985—1991). დემოკრატიულ-ფერმერულ-ლეიბორისტული პარტიის (DFL) წევრი. ბერძნული მსოფლიო საპარლამენტთაშორისო ასოციაციის ხაზინადარი (2007-2009), ორგანიზაცია «Women’s Legislators Lobby»-ის ვიცე-პრეზიდენტი, ორგანიზაცია «World Without Genocide»-ის დირექტორთა ორგანიზაციის ვიცე თავმჯდომარე, პრეზიდენტი ორგანიზაციისა «Forward Global Women». [1][2][3]

სანდრა პაპასი
ინგლ.Sandy Pappas
სანდრა პაპასი ინგლ.Sandy Pappas
მინესოტის დროშა მინესოტას სენატის მე-11 პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
8 იანვარი 2013 – 2 იანვარი 2017
წინამორბედიმიშელ ფიშბახი
მემკვიდრემიშელ ფიშბახი

მინესოტის დროშა მინესოტას სენატის წევრი 65-ე საარჩევნო ოლქიდან
წინამორბედიდონალდ მო

მინესოტის დროშა მინესოტას წარმომადგენლობითი პალატის წევრი 658-ე საარჩევნო ოლქიდან
თანამდებობაზე ყოფნის დრო
8 იანვარი 1985 – 7 იანვარი 1991
წინამორბედიფრენკ როდრიგესი
მემკვიდრეკარლოს მარიანი

დაბადებული15 ივნისი 949 (72 წლის)
ხიბინგი, მინესოტა, აშშ
მოქალაქეობააშშ-ის დროშა აშშ
პოლიტიკური პარტიადემოკრატიულ-ფერმერულ-ლეიბორისტული პარტია
მეუღლენილ გოსმანი
შვილები3
განათლებამეტროპოლიტენის უნივერსიტეტი
ჰარვარდის უნივერსიტეტი
რელიგიაიუდაიზმი

ადრეული წლები და განათლება რედაქტირება

სენდი პაპასი დაიბადა ბერძნული წარმოშობის ამერიკულ ოჯახში. მისი ბაბუა ვასილიოს პანაგოპოლისი ემიგრაციაში წავიდა სოფელ კაცაროსიდან (მესინი, პელოპონესი, საბერძნეთი), დასახლდა მინესოტაში, სადაც, როგორც იმ პერიოდის მრავალი ემიგრანტი, მუშაობდა რკინის მადნის მაღაროში. მოგვიანებით ის დაკავდა სარესტორნო ბიზნესით და პოლიტიკით. 1967-1969 წლებში სწავლობდა მინესოტას უნივერსიტეტში. დაამთავრა მეტროპოლიტენის უნივერსიტეტი  ხელოვნების ბაკალავრის ხარისხით სახელმწიფო პოლიტიკის დარგში (1986) და ჰარვარდის უნივერსიტეტთან არსებული  ჯონ ფიცჯერალდ კენედის სახელობის  მენეჯმენტის სკოლა  საჯარო ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხით (1994).

1994 წლიდან და 20 წლის განმავლობაში ასწავლიდა პოლიტიკურ მეცნიერებებს მეტროპოლიტენის უნივერსიტეტში.

მერის არჩევნები რედაქტირება

სენდი პაპასმა წარუმატებელი კამპანია ჩაატარა სენტ-პოლის მერის პოსტზე მოქმედი ნორმ კოლმენის წინააღმდეგ 1997 წელს..[4]

მინესოტას სენატი რედაქტირება

პაპასი პირველად 1990 წელს აირჩიეს მინესოტას სენატში და მას შემდეგ ყოველ  ყოველ მომდევნო არჩევნებში ღებულობდა მონაწილეობას. იგი მუშაობდა კაპიტალური ინვესტიციების, კომერციის, საფინანსო, რეგულაციებისა და ადმინისტრაციის კომიტეტებში, ასევე სახელმწიფო და ადგილობრივი მმართველობის კომიტეტებში. გახლდათ უმაღლესი განათლების კომიტეტის თავმჯდომარე 2007-2011 წლებში და განათლების კომიტეტის თავმჯდომარე 2001-2003 წლებში. 2003 წლიდან 2007 წლამდე იყო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი. მას შემდეგ, რაც დემოკრატიულ-ფერმერულ-ლეიბორისტულმა პარტიამ 2012 წლის არჩევნებში უმრავლესობა დაიბრუნა, პაპასი მინესოტას სენატის პრეზიდენტად აირჩია მისმა ფრაქციამ  2013 წლის იანვრიდან. პაპასი სენატში ხელახლა აირჩიეს 2016 და 2020 წლებში.[5][6]

2018 წელს, მინესოტას სენატმა და წარმომადგენელთა პალატამ მიიღეს სანდრა პაპასის და სხვა კოლეგების მიერ წარდგენილი  რეზოლუცია მსოფლიო საპატრიარქოს რელიგიური თავისუფლების მხარდასაჭერად. რეზოლუცია, რომელიც 2006 წლის წმინდა ანდრიას ორდენის მიერ ინიცირებული Religious Freedom Resolutions პროექტის ნაწილია, მოუწოდებს თურქეთის მთავრობას პატივი სცეს ბერძენი მართლმადიდებლური უმცირესობის უფლებებს და რელიგიურ თავისუფლებას, განსაკუთრებით მუსლიმურ ქვეყანაში მრავალწლოვანი იურიდიული დავის,  ქონების კონფისკაციის და 1971 წელს თურქეთში ერთადერთი მართლმადიდებლური სასულიერო სემინარიის—ჰალკის სასულიერო სემინარიის დახურვის შემდეგ.[7]

პირადი ცხოვრება რედაქტირება

დაქორწინებულია ნილ გოსმანზე. წყვილს ჰყავს სამი ქალიშვილი, რომლებიც ცხოვრობენ საფედში (ისრაელი).

სქოლიო რედაქტირება

  1. " Pappas, Sandra L. "Sandy". Minnesota Legislature.
  2. Senator Sandra L. Pappas (DFL) District 65. Minnesota Senate.
  3. "Minnesota State Senate District 65". Retrieved January 12, 2021.
  4. "Pappas, Sandra L. "Sandy"". Legislators Past & Present. Minnesota Legislative Reference Library. Retrieved January 10, 2013.
  5. Specktor, Mordecai. Madame President: Sandy Pappas is the first Jewish woman to serve as president of the Minnesota Senate. TC Daily Planet (February 21, 2013).
  6. Stassen-Berger, Rachel E. (November 8, 2012). "Bakk, Thissen to lead DFL at the State Capitol". Star Tribune. Retrieved March 1, 2013.
  7. The State Legislative Religious Freedom Initiative. archons.org.