სენაკის იოანე ნათლისმცემლის საკათედრო ეკლესია

იოანე ნათლისმცემლის საკათედრო ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი სამეგრელო-ზემო სვანეთის სენაკის მუნიციპალიტეტში.

იოანე ნათლისმცემლის საკათედრო ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
მუნიციპალიტეტი სენაკის მუნიციპალიტეტი
ადგილმდებარეობა სენაკი

სენაკის მუნიციპალიტეტის ცენტრში მდებარეობს იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ტაძარი, რომელიც აიგო 1999-2001 წლებში მაშინდელი, სენაკის, ფოთისა და ხობის, დღეს კი ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის ლოცვა-კურთხევით. ტაძარი აგებულია ეკლარის ქვით, აქვს ორი კარიბჭე, რომლებიც თაღოვანია და მოჩუქურთმებული. ტაძრის გუმბათს ამშვენებს სპილენძისგან ჩამოსხმული ჯვარი.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 26666