სემიონოვის ხიდი (რუს. Семёновский мост) — ხიდი სანქტ-პეტერბურგში, ცენტრალურ რაიონში. მდინარე ფონტანკაზე. აკავშირებს სპასკისა და უსახელო კუნძულებს. ხიდის სიგრძეა - 52,2 მეტრი, სიგანე - 19,51 მ.

სემიონოვის ხიდი
Семёновский мост
კოორდინატები 59°55′31″N 30°19′37″E / 59.925217° ჩ. გ. 30.326942° ა. გ. / 59.925217; 30.326942
მდებარეობა სანქტ-პეტერბურგი
ტიპი საფეხმავლო, საავტომობილო
მასალა რკინა
სიგრძე 52,2 მ
სიგანე 19,51 მ
გახსნის თარიღი 1738

მდებარეობა რედაქტირება

სემიონოვის ხიდი მდებარეობს გოროხვაიის ქუჩის გაყოლებაზე.

დინების ზემოთში მდებარეობს ლეშტუკოვის ხიდი, ხოლო ქვემოთ — გორსტკინის ხიდი.

უახლოესი მეტროსადგურებია „ზვენიგოროდსკაია“, „სადოვაია“, „სენის მოედანი“, „სპასკაია“.

სახელწოდება რედაქტირება

თავისი სახელწოდება ხიდმა მიიღო ლეიბ-გვარდიის ყაზარმის სემიონოვის პოლკისაგან, რომელიც ხიდთან იყო განთავსებული.

ისტორია რედაქტირება

1717 წლის გეგმაში აღნიშნულია ხის ხიდი, რომელიც მდებარეობს თანამედროვე გორსტკინის ხიდის სიახლოვეს. 1738 წელს მას უკვე თანამედროვე სახე ჰქონდა.

1788 წელს ხიდი გადააკეტეს მდინარე ფონტანკის ტიპური ხიდების მიხედვით, რომელსაც ახასიათებდა კოშკები. პროექტის ავტოი სავარაუდოდ უნდა ყოფილიყო ფრანგი ინჟნერი ჟან-როდოლფ პერონე. ეს ხიდი იყო ფონტანკის შვიდი სამმალიანი ხიდიდან ერთ-ერთი. ჩვენს ეპოქამვე ამ ხიდებიდან მხოლოდ ორიღაა შემორჩენილი ლომონოსოვის ხიდი და სტარო-კალინკინის ხიდი.

1856-1857 წლებში მოძველებული ხიდი გადააკეთეს ინჟნერ ფიოდორ ენროლდის პროექტის მიხედვით.

1949 წელს ინჟნერ პავლე ბაჟენოვისა და არქიტექტორ ლევ ნოსკოვის პროექტის მიხედით წარიმართა ხიდის კაპიტალური რემონტი. მალების დეტალები შეცვალეს მეტალით.

ლიტერატურა რედაქტირება

  • Бунин М. С. Мосты Ленинграда. Очерки истории и архитектуры мостов Петербурга — Петрограда — Ленинграда. — Л.: Стройиздат, 1986. — 280 с.
  • Кочедамов В. И. Мосты Ленинграда. — Л.: Искусство, 1958. — 60 с.
  • Новиков Ю. В. Мосты и набережные Ленинграда / Сост. П. П. Степнов. — Л.: Лениздат, 1991. — 320 с.
  • Тумилович Е. В., Алтунин С. Е. Мосты и набережные Ленинграда. Альбом. — М.: Издательство Министерства Коммунального Хозяйства РСФСР, 1963. — 298 с.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება