სელაგინელა (Selaginella) — მცენარის გვარი ლიკოპოდიუმისნაირთა განყოფილებისა. ხავსის მსგავსი მცენარეებია, გვხვდება აგრეთვე მცოცავი, ხვიარა და კორდოვანი ფორმებიც. ზოგიერთ სელაგინელის სიმაღლე 5—10 სმ-ია, ზოგისა 2—3 მ, ხვიარა ტროპიკული სახეობებისა კი 18—20 მ აღწევს. უვითარდებათ ორნაირი სპორანგიუმი: 4-მაკროსპორიანი მაკროსპორანგიუ და მრავალმიკროსპორიანი მიკროსპორანგიუმი.

სელაგინელა


ზემოთ: Selaginella selaginoides

ქვემოთ: Selaginella helvetica
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
ლათინური სახელი
Selaginella

ახასიათებს თაობათა მორიგეობა დომინანტური სპოროფიტით. შეიცავს ტროპიკებში გავრცელებულ 700-მდე სახეობას. საქართველოში გვხვდება 2 სახეობა Selaginella selaginoides და Selaginella helvetica. ორივე სახეობა იზრდება ტენიან ადგილებში, ტყის ქვედა სარტყლიდან ალპურ სარტყლამდე.

ლიტერატურა რედაქტირება