სეიშელის კუნძულების კულტურა

სეიშელის კუნძულების კულტურა ევროპის, აზიისა და აფრიკის კულტურების ნაზავია. აზიური კულტურის ელემენტები იგრძნობა სამზარეულოში, თუმცა უმეტესად ვაჭრობასა და ბიზნესსაქმიანობაში.

საათის კოშკი, ვიქტორია

სეიშელის საზოგადოება არსებითად მატრიარქატულია.[1][2] დედათა ტენდეცია დომინანტურია საყოფაცხოვრებო საქმიანობაში.[1] ხანდაზმულ ქალს შეუძლია, ფინანსურად დაეხმაროს ოჯახს.[1]

ცეკვა სეიშელის საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილია, „სეგა“ და „მოუტია“ არის ორი ყველაზე ცნობილი ცეკვა.

ქვეყანაში პოპულარულია ქალისა და მამაკაცის ხელბურთი, რომელსაც ისინი მსაჯის დახმარებით თამაშობენ. ასევე მათთვის საყვარელი სპორტია ფეხბურთი. სეიშელის ეროვნული ნაკრები ხშირად მიემგზავრება აღმოსავლეთ აფრიკასა და ინდოეთში ტურნირების გასამართად.

სეიშელის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი დაარსდა 1979 წელს.

სეიშელის კუნძულებზე მოწესრიგებულია ინფრასტრუქტურული სამუშაოები. ქვეყნის უმეტეს რეგიონში დაგებულია გზები.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 Tartter, Jean R. "Status of Women". Indian Ocean country studies: Seychelles (Helen Chapin Metz, editor). Library of Congress Federal Research Division (August 1994). This article incorporates text from this source, which is in the public domain
  2. Country Reports on Human Rights Practices: Seychelles (2007) Bureau of Democracy, Human Rights, and Labor (11 March 2008). This article incorporates text from this source, which is in the public domain.