სეთურნის სამარხი — არქეოლოგიური ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სეთურნში.

ნასოფლარ საყურიანის სიახლოვეს, მინდორში, დაფიქსირდა წრიული ქვაყრილი, რომელიც რამდენიმე წყება, წვრილი და საშუალო ზომის ნატეხი ქვებისგანაა შედგენილი. ყრილი, თანამედროვე მიწის ზედაპირიდან დაახლოებით 10სმ-ითაა აცილებული და ვიზუალური დაკვირვების მიხედვით, ჩადის სიღრმეშიც. ყრილის დიამეტრია 3,20 მ. ჩრდილოეთის მხარეს, ქვაყრილის გარკვეული მონაკვეთი დარღვეულია, ხოლო ქვაყრილის ცენტრი ოდნავ ჩაქცეული. სამარხის ჩაქცეულ ნაწილში მცენარეებია ამოსული.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 39283