სეზარ პელი (ესპ. César Pelli; დ. 12 ოქტომბერი, 1926, ტუკუმანი, არგენტინა — გ. 19 ივლისი, 2019) — არგენტინელი-ამერიკელი არქიტექტორი განთქმული მსოფლიოს ყველაზე მაღალი შენობებითა და მნიშვნელოვანი ქალაქგეგმარების პროექტებით. მისი კომპანია ამჟამად ნიუ-ჰავენში, კონექტიკუტი, მდებარეობს. მისი ხელწერა გამოირჩევა მორკალული ფასადებითა და ლითონის ელემენტებით.

პელი აშშ-ში გადასახლდა 1952 წელს, ნატურალიზებული მოქალაქე 1964 წელს გახდა. თავდაპირველად არქიტექტურას სწავლობს ტუკუმანის ეროვნულ უნივერსიტეტში, შემდეგ კი ილინოისის უნივერსიტეტის არქიტექტურის სკოლაში ურბანა-კემპეინში.

1977-1984 წლებში იელის უნივერსიტეტის არქიტექტურის სკოლის დეკანი იყო. კარიერა დიდი არქიტექტორი ეერო საარინენის კომპანიაში დაიწყო და აქ მუშაობდა მსოფლიოს ფინანსური ცენტრის კომპლექსზე დაუნთაუნ მანჰეტენზე.

1991 წელს ამერიკის არქიტექტორთა ინსტიტუტმა პელი მსოფლიოს ათ ყველაზე გავლენიან ცოცხალ ამერიკელ არქიტექტორთა სიაში შეიყვანა. მისი ყველაზე ცნობილი ნამუშევარია პეტრონას ტაუერები კუალა-ლუმპურში, რომლებიც ერთ დროს მსოფლიოს ყველაზე მაღალი შენობები იყო.