სევერიანები — აღმოსავლეთ სლავების ტომთა ჯგუფი, რომელიც ახალი წელთაღრიცხვის I ათასწლეულის დასასრულს, დასახლებული იყო მდინარეების დესნის, სეიმისა და სულის მისადევარზე. VIII საუკუნეში და IX საუკუნის დამდეგს ხარკს უხდიდნენ ხაზარებს. IX საუკუნის დასასრულს სევერიანები პოლიანებთან ერთად შევიდნენ კიევის რუსეთის შემადგენლობაში. მონაწილეობდნენ ოლეგის ლაშქრობაში ბიზანტიის წინააღმდეგ (907 წ.). უკანასკნელად მატიანეში იხსენიებიან 1024 წელს. სევერიანები მისდევდნენ მიწათმოქმედებას, მესაქონლეობას და ხელოსნობას.

სლავები და მათი მეზობლები

ლიტერატურა რედაქტირება