საჭადრაკო ოლიმპიადა 1950

20 აგვისტო - 10 სექტემბერი 1950 დუბროვნიკი, იუგოსლავია

მხოლოდ ომის დამთავრების შემდეგ გახდა შესაძლებელი საჭადრაკო ოლიმპიადის ჩატარება. 1948 წლის სალტშობადენის კონგრესზე იუგოსლავიის საჭადრაკო ფედერაციამ განაცხადა, რომ მზადაა უმასპინძლოს მსოფლიოს საუკეთესო მოჭადრაკეების ფორუმს. კონგრესმა ფიდეს ბიუროს დაავალა შეესწავლა ეს საკითხი. 1949 წლის პარიზის კონგრესმა კი, ბიუროს მოხსენების საფუძველზე, გადაწყვიტა ჩაეტარებინა მორიგი, მეცხრე საჭადრაკო ოლიმპიადა იუგოსლავიაში.

დუბროვნიკში 16 ქვეყნის მოჭადრაკეები შეიკრიბნენ. ომის ჭრილობები ჯერ კიდევ არ ჰქონდათ მოშუშებული და ტურნირში არ მონაწილეობდნენ უნგრელები, ჩეხები და პოლონელები. საგრძნობლად იყო შეცვლილი თვითონ მოჭადრაკეთა შემადგენლობაც. ომამდელი ოლიმპიადების მონაწილეები დუბროვნიკში ცოტანი იყვნენ, სამაგიეროდ მრავლად იყვნენ ახალი სახეები (უნციკერი, შმიდტი, დონერი, ევანზი, ხულიო ბოლბოჩანი და სხვა). ტურნირის დებულებასა და რეგლამენტში იყო სიახლეები. გუნდებს უფლება ჰქონდათ ჰყოლოდათ მეორე სათადარიგო მონაწილეც (თუმცა ამ უფლებით ყველას არ უსარგებლია). დღეში იმართებოდა ერთი ტური და ყოველი მეოთხე დღე ეთმობოდა გადადებული პარტიების დამთავრებას. ტურნირი დუბროვნიკის ხელოვნების გალერეაში გაიმართა და გულშემატკივართა დიდი ინტერესიც გამოიწვია.

თავიდანვე დაწინაურდნენ მასპინძლები. შვიდი ტურის შემდეგ ისინი 3,5 ქულით უსწრებდნენ უახლოეს მდევარს, არგენტინის ნაკრებს, რომელსაც ყოფილი პოლონელი, მიგელ ნაიდორფი, თავკაცობდა. კიდევ ერთი პოლონელი, საველი ტარტაკოვერი საფრანგეთის გუნდს ედგა სათვეში. 63 წლის ტარტაკოვერი ტურნირის უხუცესი მონაწილე იყო. ოლიმპიადაში ერთი ქალიც მონაწილეობდა. ეს იყო შანტალ შოდე სილანი, რომელიც ფრანგებს პირველ სათარიგოდ ჰყავდათ ჩაწერილი.

კიდევ უფრო დაიძაბა ბრძოლა ტურნირის მეორე ნახევარში. მეათე ტურში განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა მასპინძელთა შეხვედრა ამერიკელებთან. ორივე გუნდს მხოლოდ გამარჯვება აძლევდა ხელს, მაგრამ დაძაბული ბრძოლა ფრედ დამთავრდა. ამით ისარგებლეს არგენტინელებმა და მჭიდროდ მიუახლოვდნენ ლიდერებს. ამიტომ დიდი მნიშვნელობა ჰქონდა არგენტინა - იუგოსლავიის მატჩს მე-12 ტურში. ეს მატჩიც თითქოს ფრედ უნდა დამთვრებულიყო, მაგრამ ბოლოს ნაიდორფმა მაინც მოახერხა სვეტოზარ გლიგორიჩის დამარცხება და სამხრეთამერიკელებმა გაიმარჯვეს. ბოლო ტურში იუგოსლავიელებმა დიდი ანგარიშით მოუგეს ფინელებს და ჩემპიონობა გაინაღდეს. არგენტინელები მეორეზე დარჩნენ, ხოლო მესამე ადგილისათვის ბრძოლაში გერმანელებმა მხოლოდ ბოლო ტურში აჯობეს ოლიმპიადების ოთხგზის ჩემპიონებს, ამერიკელ მოჭადრაკეებს.

ტექნიკური შედეგები რედაქტირება

მონაწილეობდა 16 ქვეყნის ნაკრები. ტურნირი წრიული სისტემით.

ჩემპიონის და პრიზიორების შემადგენლობა და შედეგები რედაქტირება

სვეტოზარ გლიგორიჩი 11 (+9=4-2), ვასია პირცი 9,5 (+7=5-2), პეტარ ტრიფუნოვიჩი 10 (+8=4-1), ბრასლავ რაბარი 9 (+8=2-0), მილან ვიდმარი (უმცროსი) 5 (+4=2-0), სტოიან პუცი 1 (+1=0-1)

ნიგელ ნაიდორფი 11 (+8=6-0), ხულიო ბოლბოჩანი 11,5 (+9=5-0), კარლოს ენრიკე გიმარი 6 (+4=4-2), ნესტორ დეკიუ როსეტო 7,5 (+4=7-1), ჰერმან პილნიკი 7,5 (+6=3-1)

ვოლფგანგ უნციკერი 11 (+9=4-1), ლოთრ შმიდტი 9 (+7=4-1), გერჰარდ პფეიფერი 7 (+4=6-1), ლუდვიგ რელშტაბი 6 (+3=6-2), ჰანს-ჰილმარ შტაუდტე 7,5 (+6=3-3)

საუკეთესო შედეგები დაფების მიხედვით რედაქტირება

პირველი დაფა ქვეყანა %
ვოლფგანგ უნციკერი   გერმანია 11 14 78,6
მიგელ ნაიდორფი   არგენტინა 11 14 78,6
სამუელ რეშევსკი   აშშ 8,5 11 77,3
მეორე დაფა ქვეყანა %
ხულიო ბოლბოჩანი   არგენტინა 11,5 14 82,1
ლოთარ შმიდტი   გერმანია 9 12 75,0
ნიკოლას როსოლიმო   საფრანგეთი 9 12 75,0
მესამე დაფა ქვეყანა %
პეტარ ტრიფუნოვიჩი   იუგოსლავია 10 13 76,9
ლუდოვიკ პრინსი   ნიდერლანდები 6,5 10 65,0
გერჰარდ პფეიფერი   გერმანია 7 11 63,6
მეოთხე დაფა ქვეყანა %
ბრასლავ რაბარი   იუგოსლავია 9 10 90,0
ნიკოლას კორტლევერი   ნიდერლანდები 8,5 11 77,3
ნილს ბერგკვისტი   შვედეთი 7,5 12 62,5
ნესტორ დეკიუ როსეტო   არგენტინა 7,5 12 62,5
პირველი სათადარიგო დაფა ქვეყანა %
ჰერმან პილნიკი   არგენტინა 7,5 10 75,0
ჰანს ლამბერტი   ავსტრია 8 12 66,7
ჯოროჯ კრამერი   აშშ 7,5 12 62,5
ჰანს-ჰილმარ შტაუდტე   გერმანია 7,5 12 62,5
მეორე სათადარიგო დაფა ქვეყანა %
ლარი ევანზი   აშშ 9 10 90,0
იან დონერი   ნიდერლანდები 4,5 8 56,3

შენიშვნა: მესამე ადგილი მეორე სათადარიგო დაფაზე არ გათამაშებულა, ვინაიდან დანარჩენ მოჭადრაკეებს არ ჰქონდათ ნათამაშები პარტიების 50 %-ზე მეტი რაოდენობა.

ლიტერატურა რედაქტირება

  • Ю. Авербах, Б. Туров Шахматные олимпиады. Москва. изд. ,,ФиС’’ 1974
  • Шахматы. Энциклопедический словарь. Москва. изд. ,,Советская Энциклопедия’’ 1990
  • Шахматная Энциклопедия. Москва. 2004.
  • Ханамирян Г. Всемирные шахматные Олимпиады. 1927-2006. Ереван: 2006

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება