საჩხერის მუნიციპალიტეტის გერბი

საჩხერის მუნიციპალიტეტის გერბისაჩხერის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო სიმბოლო დროშასთან ერთად. მიღებულია საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, 2013 წლის 19 სექტემბერს №12 დადგენილებით.[1]

საჩხერის მუნიციპალიტეტის გერბი
დეტალები
გვირგვინი სამკოშკიანი ქონგურებიანი საქალაქო ვერცხლის გვირგვინი
დევიზი საჩხერე

აღწერილობა რედაქტირება

გერბის ფარი გაკვეთილია და ტალღისებურად გადაკვეთილია ოთხ ნაწილად:

  • I ნაწილი — ოქროს ველზე მეწამული წიგნი, რომელზეც გამოსახულია ერთი დიდი და ოთხი მცირე ვერცხლის ჯვარი.
  • II ნაწილი — ლაჟვარდის ველზე ოქროს ქნარი.
  • III ნაწილი — ზურმუხტის ველი ცენტრში გადაკვეთილია სამი შემცირებული ოქროს სარტყლით.
  • IV ნაწილი - ოქროს ველი ცენტრში გადაკვეთილია სამი შემცირებული ლაჟვარდის სარტყლით.

გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი — სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია ჭიშკრით.

ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-ზურმუხტოვანი ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავად ჩაწერილია დევიზი — „საჩხერე“.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება